ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ოოპ (ინგლისურენოვანი შემოკლებით OOP) — პროგრამირების პარადიგმა, რომელისთვისაც ცენტრალურია არა მოქმედების, არამედ ობიექტის ცნება. ობიექტი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ინახება ობიექტის ველებში (ასევე ცნობილია როგორც ობიექტის ატრიბუტები); კოდი წარმოდგენილია პროცედურების, ან როგორც ხშირად მოიხსენიებენ, მეთოდების სახით. ობიექტებს აქვთ უნარი შეცვალონ ინფორმაცია ობიექტის ველებში პროცედურების (მეთოდების) საშუალებით. ოოპ-ში კომპიუტერული პროგრამები იქმნება სხვადასხვა ობიექტებით და ამ ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთქმედებით. ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს ოოპ ენებს შორის, თუმცა ყველაზე პოპულარული ენები კლასებზე დაფუძნებულია, რაც ნიშნავს რომ ობიექტი იქმნება კლასის მიხედვით, რაც ასევე განსაზღვრავს ობიექტის ტიპს.
ბევრი ფართოდ გავრცელებული პროგრამირების ენა (როგორიცაა C++, Object Pascal, Java, Python etc.) არის მრავალ-პარადიგმიანი , რომლებსაც ასევე აქვთ ოოპ-ს მხარდაჭერა სხვადასხვა დოზით. მნიშვნელოვანი ობიეტზე ორიენტირებული ენებია Java, C++, C#, Python, PHP, Ruby, Perl, Object Pascal, Objective-C, Dart, Swift, Scala, Common Lisp, და Smalltalk.