რუბი

(გადამისამართდა გვერდიდან Ruby)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


რუბი — მაღალი დონის დინამიკური, ობიექტზე ორიენტირებული ენა პროგრამირებაში. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვებ-პროგრამირების კარკასის–„რეილზის“–შექმნის შემდეგ.

რუბი
პარადიგმა მულტი-პარადიგმა
გამოქვეყნების თარიღი 1995
დამფუძნელი იუკიჰირო მატსუმოტო
შემქმნელი იუკიჰირო მატსუმოტო და სხვები
ბოლო ვერსია 1.9.1-p129
ტიპების მინიჭება დინამიური
მთავარი შექმნილი ვერსიები Ruby MRI, JRuby
ენების გავლენით Smalltalk, Perl, Lisp, Scheme, Python, CLU, Eiffel, Ada, Dylan
ენებზე ზეგავლენა Groovy, Nu, Madness Script
ოპერაციული სისტემა მრავალი
ლიცენზია Ruby License
GNU General Public License
საიტი http://www.ruby-lang.org
ქვედა ტექსტი

რუბის ძირითად პარადიგმას წარმოადგენს კლასებზე დაფუძნებული ობიექტ ორიენტირებული პროგრამირება შეტყობინებათა გადაცემის მექანიზმით (Class-based OOP via the message passing). ეს კი, შედეგად იძლევა, რომ:

  • რუბიში ყველაფერი ობიექტია
  • რუბიში არ არსებობენ მეთოდები და ფუნქციები, როგორც ასეთი; მათ როლს ასრულებს შეტყობინებები და პროცედურა-ობიექტები
  • შესაძლებელია შეტყობინების კონვერტაცია პროცედურა-ობიექტად
  • შესაძლებელია პროცედურა-ობიექტის კონვერტაცია შეტყობინებად
  • შესაძლებელია ანონიმური პროცედურა-ობიექტების შექმნა

ცხადია, რუბი მოდულარულია და ამდენად, შესაძლებელია ფუნქციების ემულაცია. თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: რუბის მოდული სავსებით ჩვეულებრივი კლასია, კონკრეტული მოდული — ამ კლასის ეგზემპლარი, ხოლო მოდულში მოცემული ფუნქციები კი რეალურად სხვა არაფერია, თუ არა მოდულის კლას-შეტყობინებები (ჯავას სტატიკური მეთოდების ანალოგები). ამდენად, შესაძლებელია ნებისმიერი კლასის გაფართოება მოდულით; მაგალითად:

class Someclass
  #მოდულში მოცემული ფუნქციები ემატება კლასის ყველა ეგზემპლარს
  include Somemodule
end

sm = Someclass.new
#მოდულში მოცემული ფუნქციები ემატება ამ კონკრეტულ ეგზემპლარს
sm.extend Somemodule

რუბის შეტყობინებები შეიძლება, იყვნენ იტერატორები. ამ უკანასკნელთ ყოველთვის მოყვება ანონიმური პროცედურა-ობიექტი, რომელსაც გადაეცემა იტერაციის შედეგი:

def dummy_iter
  yield 1
  yield 2
end
dummy_iter { |x| puts x*x } #-> შედეგი:1 4

შეტყობინებების აქტივაციისას ფრჩხილების გამოყენება ფაკულტატურია, მაგ.

some_mes 10 20 იგივეა, რაც some_mes(10, 20)

რუბის უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ნებისმიერ შეტყობინებას შეუძლია, ცხადი სახით ჰქონდეს არგუმენტად ანონიმური ბლოკი:

def block_consumer( a, &b )
  #message body
end

აქ &b ანონიმური ბლოკია. მისი ყოფნის შემოწმება ხდება გლობალური ცვლადით „block_given?“. ეს საშუალებას გვაძლევს, ადვილად განვახორციელოთ ტრანზაქცია:

block_consumer a do |inner_var|
  #transaction code
end

ან შესრულდება transaction code-ის ყველა ინსტრუქცია, ან ერცერთი. ანონიმური ბლოკების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, აგრეთვე, შევქმნათ ამოცანის სპეციფიკური მიკრო-ენები, ეს რუბის გამოყენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა.

რუბი, ისევე როგორც პითონი, მეტა-პროგრამირების ფართო საშუალებებს იძლევა. ყოველივე ზემოხსენებილი, და ასევე, რუბის პროგრამების გავრცელებისა და მოპოვების ონლაინ-უტილიტა gem, უტილიტა rake დაარქივებული 2008-06-20 საიტზე Wayback Machine. , პროგრამების შესრულება-განთავსების კარკასი capistrino დაარქივებული 2006-10-20 საიტზე Wayback Machine. ვებ-პროგრამირების კარკასი rails დაარქივებული 2018-06-07 საიტზე Wayback Machine. განაპირებობს რუბის მზარდ პოპულარობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუბი“-დან