ოაზისის კრატერი (არაბ. فوهة الواحة) — მეტეორიტული დარტყმითი კრატერი ლიბიაში. ზედაპირზეა ამოზიდული და მნიშვნელოვნად არის დანგრეული და ეროზირებული. კარგად ხილვადი ტოპოგრაფიული რგოლი ეგრეთ წოდებული ცენტრალური პიკია. დიამეტრი 18 კილომეტრი. ასაკი შეფასებულია 120 მლნ. წლით.[1]

Landsat-ის გამოსახულებანი
Landsat-ის გამოსახულებანი