სან-მარტინის ტბა
(გადამისამართდა გვერდიდან ო'ჰიგინსი (ტბა))
სან-მარტინის ტბა (ესპ. Lago San Martín) ან ო'ჰიგინსი (ესპ. Lago O'Higgins) — ფიორდისებური ტბა ჩილესა და არგენტინაში. მდებარეობს აისენის რეგიონის (ჩილე) და სანტა-კრუსის პროვინციის (არგენტინა) ტერიტორიაზე. ტბა ცნობილია სან-მარტინის სახელით არგენტინაში, ხოლო ო’ჰიგინსის სახელით ჩილეში.
სან-მარტინის ტბა | |
---|---|
Lago San Martín Lago O'Higgins | |
კოორდინატები: 48°50′00″ ს. გ. 72°36′00″ დ. გ. / 48.83333° ს. გ. 72.60000° დ. გ. | |
მდებარეობა | პატაგონია, ჩილე არგენტინა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 250 მ მ |
ფართობი | 1058 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 525 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 836 მ |
ჩამდინარე მდინარეები | მაიერი |
გამომდინარე მდინარე | პასკუა |
ტბის ფართობია 1058 კმ², უდიდესი სიღრმე 836 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 250 მ სიმაღლეზე. იგი ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა. ერთვის მდინარე მაიერი და კიდევ რამდენიმე პატარა ნაკადული, ხოლო გამოედინება მდინარე პასკუა, რომლის საშუალებითაც დაკავშირებულია წყნარ ოკეანესთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Border crossing Chaltén to O'Higgins დაარქივებული 2021-02-20 საიტზე Wayback Machine.
- CECS, Depth of Lake O'Higgins/San Martín დაარქივებული 2020-01-26 საიტზე Wayback Machine.