ნუ-ჯაზი
ნუ-ჯაზი (ინგლ. Nu jazz) აგრეთვე ცნობილი როგორც ჟაზტრონიკა (jazztronica)[1] — გაჩნდა გვიანდელ 1990-იან წლებში და მიუთითებს სტილზე, რომელშიც შერწყმულია ჯაზის ტექტსტურა და ზოგჯერ ჯაზის ინსტრუმენტალიზმი ელექტრონულ მუსიკასთან. ისევე როგორც ტერმინი ელექტრონიკა, ნუ-ჯაზიც საკმაოდ არამკაფიოდ განსაზღვული მუსიკალური სტილების დაჯგუფებაა. ის მოიცავს, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტალური შესრულების კომბინაციას ჯაზ-ჰაუზის რითმებთან (მაგ. ფრანგი სენ-ჟერმენი (მუსიკოსი), გერმანელი ჯაზანოვა და ბრიტანელი ფილა ბრაზილია), ასევე უფრო ბენდურ ჯაზურ იმპროვიზაციებს ელექტრონულ ელემენტებთან (მაგ. ბრიტანული სინემატიკ ორკესტრა, ბელგიური ფუჟენ-ქალჩა და ნორვეგიული ფუტურისტული ჯაზის სტილი ბუგე ვესელტოფტის, ჯაგა ჯაზისტის, ნილს პიტერ მოლვერის და სხვათა მიერ).
ნუ-ჯაზი უფრო ჰგავს ელექტრონიკას ვიდრე მისი ძლიერ მსგავსი ასიდ-ჯაზი (ან გრუვ-ჯაზი), რომელიც უფრო ახლოა ფანკთან, სოულთან და რითმ-ენდ-ბლიუზთან. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება მათ შორის საზღვრის გავლება.
ცნობილი შემსრულებლები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- OverXposure.FM დაარქივებული 2019-10-24 საიტზე Wayback Machine. ჩილაუთ ვებ-რადიო, დაუნტემპო, ნუ-ჯაზი, ტრიპ-ჰოპი, ამბიენტ-პოპი და დიპ-ჰაუზ მუსიკით.
- ღრმა ინტენსიური დაუნტემპო მუსიკის რადიო
- Beyondjazz.net
- radiozerogravity.net დაარქივებული 2006-06-13 საიტზე Wayback Machine. თანამედროვე ურბანისტული ხმები იტალიიდან.
- PhusionCulture დაარქივებული 2006-05-15 საიტზე Wayback Machine. ნუ-ჯაზის იმპროვიზაციების კოლექცია.
- ელექტრონული ბრიკბით ჯაზი
- The Jazz Picante Radio Show დაარქივებული 2006-04-27 საიტზე Wayback Machine. ნუ-ჯაზ რადიო ლისაბონიდან.
- ჯაზანოვას რადიო შოუ დაარქივებული 2005-11-04 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nicholson, Stuart. (March 2003) Jazztronica: A Brief History of the Future of Jazz. JazzTimes. ციტირების თარიღი: 16 January 2016.