მოლოკო
მოლოკო — ანგლო-ირლანდიური ელექტრონული პოპ-დუეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როუშინ მერფი (ირლანდია) და მარკ ბრაიდონი (სანდერლენდი, ინგლისი).
Moloko მოლოკო | |
---|---|
მარკ ბრაიდონი და როუშინ მერფი, დუეტი მოლოკო | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | შეფილდი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | თრიფ-ჰოპი, ჰაუსი, ელექტრონული მუსიკა, საცეკვაო მუსიკა |
აქტიური | 1995–2004, 2006 წლიდან ჯგუფის ბედი უცნობია |
ლეიბლ(ებ)ი | Echo Records |
წევრები |
როუშინ მერფი მარკ ბრაიდონი |
საიტი | moloko.co.uk |
სახელის ისტორია
რედაქტირებაჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს ენტონი ბერჯესის ნაწარმოებიდან მექანიკური ფორთოხალი, სადაც ასე ეწოდება რძის სასმელს, რომელსაც ამფეტამინთან ერთად სვამენ ნაწარმოების გმირი ალექსი და მისი მეგობრები. თავად სიტყვა მომდინარეობს რუსული ენიდან, რომელშიც იგი რძეს აღნიშნავს.
ისტორია
რედაქტირებამერფი დაიბადა არკლოუში და არ ჰქონდა მომღერლის გამოცდილება. ბრაიდონმა თავი გაითქვა სხვადასხვა ელექტრონულ პროექტში მონაწილეობით. მათ ერთმანეთი გაიცნეს შეფილდში, ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ბრაიდონს მერფიმ ჰკითხა "Do you like my tight sweater? See how it fits my body!" (მოგწონს ჩემი ვიწრო სვიტერი? ნახე, როგორ მიხდება!"). მოგვიანებით ეს ფრაზა იქცა დუეტის პირველი სტუდიური დისკის სახელწოდებად.
ანდერგრაუნდში პირველი ორი ალბომი Do You Like My Tight Sweater? და I Am Not a Doctor დიდი ინტერესით მიიღეს. „Sing It Back“, მეორე ალბომის მთავარი სინგლი იქცა აბსოლუტურ ჰიტად ქვეყნების უმრავლესობაში და შეტანილი იქნა 110 სხვადასხვა მუსიკალურ კრებულში.
2000 წელს დუეტმა წამოიწყო საკონცერტო ტურნე ენდრიუ პეკეტთან (პერკუსია), ედი სტივენსთან (კლავიშები) და დეივ კუკთან (გიტარა) ერთად.
შემდეგი პოპულარული სინგლი იყო მესამე ალბომში შეტანილი „The Time Is Now“. ეს ალბომი აღინიშნა უფრო ორგანული ინსტრუმენტული შესრულებით.
მერფისა და ბრაიდონის ურთიერთობა დასრულდა 2001 წელს. დაშლის შემდეგ მათ გამოსცეს მეოთხე დისკი Statues. მასში უფრო მეტი ტრადიციული ინსტრუმენტი იყო, ელექტრონულ მუსიკასთან ერთად. საინტერესოა, რომ მასში შეტანილი ყველა სიმღერა უიღბლო სიყვარულზეა.
2004 წელს გამოიცა ჯგუფის საკონცერტო DVD დისკი, 11,000 Clicks, რომელიც ჩიწერა ბრიქსტონის აკადემიაში. მასში შეტანილია ცნობილი ჰიტების „Indigo“, „Sing It Back“, და „The Time Is Now“ სასცენო შესრულება.
ტურის Statues ჩატარების შემდეგ დუეტის წევრების გზები საბოლოოდ გაიყო. 2006 წელს მათ უკანასკნელად შეასრულეს ერთად მოლოკოს მასალა - ეს იყო რადიოგადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა კრებულის Catalogue გამოსვლას. ამის შემდეგ როუშინმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს მოლოკოსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება.
მას შემდეგ მერფიმ გამოსცა ორი სოლო ალბომი. უკანასკნელი ალბომის, Overpowered გამოსვლის შემდეგ მან საკონცერტო ტურნე წამოიწყო. ბრაიდონი ამასობაში მუშაობს სტუდიაში უფრო მცირე პროექტებზე.
დისკოგრაფია
რედაქტირებაალბომები
რედაქტირება- Do You Like My Tight Sweater? (1995), Echo
- I Am Not a Doctor (1998), Echo
- Things to Make and Do (2000), Echo
- Statues (2003), Echo
რემიქსები და კრებულები
რედაქტირებასაკონცერტო გამოცემები
რედაქტირება- 11,000 Clicks (DVD) (2004), Echo
სინგლები
რედაქტირება- 1995 „Where Is the What If the What Is in Why?“
- 1995 „The Moloko EP“
- 1996 „Dominoid“ (ბრიტანეთი #65)
- 1996 „Fun for Me“ (ბრიტანეთი #36)
- 1996 „Day for Night“
- 1998 „The Flipside“ (ბრიტანეთი #53)
- 1998 „Sing It Back“ (ბრიტანეთი #45)
- 1999 „Sing It Back“ (რემიქსი) (ბრიტანეთი #4)
- 2000 „The Time Is Now“ (ბრიტანეთი #2)
- 2000 „Pure Pleasure Seeker“ (ბრიტანეთი #21)
- 2000 „Indigo“ (ბრიტანეთი #51)
- 2003 „Familiar Feeling“ (ბრიტანეთი #10)
- 2003 „Forever More“ (ბრიტანეთი #17)
- 2003 „Cannot Contain This“
- 2005 „A Style Suite“
ჯილდოები
რედაქტირება- საუკეთესო საერთაშორისო ცოცხალი ჯგუფი - ბელგიური პრემია TMF Awards, 2004