ნუხეთსეზა ჰანიმეფენდი (აბდულჰამიდ I-ის მეუღლე)

ნუხეთ-სედა (ნუხეთსეზა) ჰანიმეფენდი (დ. დაახლ. 1760 — გ. 4 ივნისი, 1850) — ოსმალეთის სულთნის, აბდულჰამიდ I-ის მეუღლე და ოსმალეთის სულთნის მუსტაფა IV-ს დედა.[1]

ნუხეთსეზა ჰანიმეფენდი
მშობლიური სახელი Nükhetsezâ Hanımefendi
დაბადების თარიღი დაახ. 1760
საქართველო
გარდაცვალების თარიღი 4 ივნისი 1850
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) აბდულჰამიდ I
შვილ(ებ)ი მუსტაფა IV

ცხოვრება

რედაქტირება
 
ოსმალეთის სულთანმუსტაფა IV, ნუხეთსეზა ჰანიმეფენდის ვაჟი.

ნუხეთსეზა ჰანიმეფენდი ითვლება მუსტაფა IV-ს  ბიოლოგიურ დედად.[2] იგი არ იყო სულთნის პირველი მეუღლე ამიტომ, როდესაც მუსტაფა ტახტზე ავიდა იგი ვერ გახდა ვალიდე სულთანი და მის ნაცვლად ვალიდე სულთანი გახდა აიშე სენიეფერვერ სულთანი, აბდულჰამიდ I-ის პირველი მეუღლე. ნუხეთსეზა ჰანიმეფენდი გარდაიცვალა 1850 წელს, აიშე სენიეფერვერ სულთნის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, 90 წლის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Sultan IV. Mustafa Han. Republic of Turkey Ministry of Culture and Tourism. ციტირების თარიღი: 2009-02-06.
  2. Bahadıroğlu, Yavuz, Resimli Osmanlı Tarihi, Nesil Yayınları (Ottoman History with Illustrations, Nesil Publications), 15th Ed., 2009, page 395, ISBN 978-975-269-299-2