ნუშაბა ასად მამმადლი
ნუშაბა ასად მამადლი (აზერ. Nüşabə Əsəd Məmmədli, დ. 8 დეკემბერი, 1946, კიროვაბადი (დღევანდელი განჯა)) — თანამედროვე აზერბაიჯანელი მწერალი, ჟურნალისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
ნუშაბა ასად მამადლი (აზერ. Nüşabə Əsəd Məmmədli | |
---|---|
აზერ. Nüşabə Əsəd Məmmədli | |
დაბადების თარიღი | 8 დეკემბერი, 1946 (76 წლის) |
დაბადების ადგილი | განჯა (იმდროინდელი კიროვაბადი) |
საქმიანობა | მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | აზერბაიჯანის დამსახურებული ჟურნალისტი და Golden Pen Prize |
ბიოგრაფია
რედაქტირებანუშაბა ასად მამადლი დაიბადა ქალაქ განჯაში 1946 წლის 8 დეკემბერს.
1966-1972 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1972 წელს მუშაობდა გაზეთ „კიროვობადსკი რაბოჩი“ კორესპონდენტად, განყოფილების უფროსად და რედაქტორის მოადგილედ. 1990-1995 წლებში იყო ამავე გაზეთის მთავარი რედაქტორი.
1987 წელს, 13 თებერვალს, აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის მე-7 ყრილობაზე ნუშაბა მამადლიმ წამოაყენა საკითხი ქალაქ განჯას სახელწოდების დაბრუნების შესახებ, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლება აკრიტიკებდა მას.
1991 წელს მან გამოაქვეყნა პირველი სოციალურ-ლიტერატურული ჟურნალი განჯაში „სამშობლო“.
1992 წლის თებერვალში (ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის დროს) მან დააარსა განჯაში ქალთა მცირერიცხოვანი ორგანიზაცია „თომრისი“.
2003 წლიდან 2013 წლამდე ნუშაბა ასად მამმადლი დამოუკიდებელი და ყოველკვირეული გაზეთ „განჯაბასარის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობას იკავებდა.
ასად მამმადლის ნაწარმოებები ითარგმნა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, პოლონურ, უკრაინულ, სპარსულ, თურქულ და სხვა ენებზე. ის არის იმპრესიონიზმის ფუძემდებელი აზერბაიჯანულ ლიტერატურაში.
ნაწარმოებები
რედაქტირება- „ფოთოლცვენა“ (1984)
- „მინდა დავივიწყო“ (1983)
- „მირაჟი“ (1987)
- „უკანასკნელი სიმღერა“ (1991)
- „ჯავად ხანი“ - პიესა (1991) და რომანი (1982-1992 წწ)
- „კივილი“
- „ყაყაჩოს ველი“ (2004)
- „თეთრი ყვავილების ცეკვა“
- „მზის ჩასვლა“ (2014)
- „გამოსამშვიდობებელი სიმღერა“ (2012)
ჯილდოები და ტიტულები
რედაქტირება- „ოქროს კალამი“ (1983)
- წლის პუბლიცისტი (1989)
- „საუკეთესო უცხოური ნამუშევარი“ (ირანი)
- „დამსახურებული ჟურნალისტი“ (1991)
- დილარა ალიევას პრემია (1997)
- ჯილდო „აეროპორტი“ (1997)
- პრემია „ზარდაბი“ (2004)