ნურ ალ-ჰუსეინი
ნურ ალ-ჰუსეინი (არაბ. الملكة نور; დაიბადა ლიზა ნაჯიბ ჰალაბი; დ. 23 აგვისტო 1951, ვაშინგტონი, აშშ) — აშშ-ში დაბადებული იორდანიის ყოფილი დედოფალი, მეფე ჰუსეინის ქვრივი. იყო მისი მეოთხე მეუღლე და დედოფალი 1978 წლიდან და მის 1999 წელს გარდაცვალებამდე.
ნურ ალ-ჰუსეინი | |
---|---|
الملكة نور | |
2011 წელს | |
იორდანიია დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 ივნისი 1978 |
მმართ. დასასრული: | 7 თებერვალი 1999 |
წინამორბედი: | ალია ალ-ჰუსეინი |
მემკვიდრე: | რანია ალ-აბდულა |
მონარქი: | ჰუსეინი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 აგვისტო, 1951 |
დაბ. ადგილი: | ვაშინგტონი, აშშ |
მეუღლე: |
ჰუსეინი (დ. 1978–99; მის სიკვდილამდე) |
შვილები: | |
სრული სახელი: | ნურ ალ-ჰუსეინი |
მამა: | ნაჯიბ ჰალაბი |
დედა: | დორის კარლქუისტი |
დედოფალი ნური საერთაშორისო საჯარო მუშაკია, რომელიც მხარს უჭერს კულტურული ურთიერთგაგებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებას, ასევე მუშაობს ლტოლვილების, დაკარგული ადამიანების, სიღარიბის, კლიმატის ცვლილებისა და განიარაღების საკითხებზე. მისი სამშვიდობო მუშაობა ძირითადად კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
დედოფალი არის „უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის“ კომისართა საბჭოს ყველაზე ძველი წევრი. 2011 წლიდან „United World Colleges“-ის მოძრაობის პრეზიდენტი და ბირთვული იარაღის გავრცელების წანააღმდეგ კამპანიის „გლობალური ნული“-ს ადვოკატია. 2015 წელს, დედოფალმა ნურიმ ვუდრო ვილსონის ჯილდო მიიღო, მისი საჯარო სამსახურისთვის.[1]