ნურიე ულვიე მევლან ჯიველექი
ნურიე ულვიე მევლან ჯიველექი (თურქ. Nuriye Ulviye Mevlan Civelek; დ. 1893, ჰაჯიველიობა, გიონენი, ბალიქესირი, თურქეთი — გ. 9 აპრილი, 1964, ქირიქჰანი, ჰათაი, თურქეთი) — თურქი ჟურნალისტი, ერთ-ერთი პირველი ქალთა უფლებადამცველი თურქეთში და პირველი ფემინისტ-ქალთა ჟურნალისა და პირველი მუსლიმ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი.[1][2]
ნურიე ულვიე მევლან ჯიველექი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Nuriye Ulviye Mevlan Civelek |
დაბადების სახელი | ნურიე ულვიე იედიჩი |
დაბადების თარიღი |
1893 ჰაჯიველიობა, გიონენი, ბალიქესირი, თურქეთი |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1964 ქირიქჰანი, ჰათაი, თურქეთი |
დაკრძალულია | ასრის სასაფლაო, ანთაქია, ჰათაი |
სხვა სახელები | ნურიე ულვიე, ნურიე ულვიე ბეი, ულვიე მევლანი, ნურიე ულვიე ჯიველექი, ულვიე ჯიველექი, ნურიე ულვიე მევლან ჯიველექი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | აქტივისტი, ჟურნალისტი |
აქტიური | 1913—1964 |
ცნობილია როგორც | ოსმალეთის იმპერიაში პირველი მუსლიმ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი |
მეუღლე(ები) |
ჰულუსი ბეი (ქ. 1906) რიფატ მევლანი (ქ. 1913, გ. 1923) ალი ჯიველექი (ქ. 1925) |
შვილ(ებ)ი | ლიუთფიე ჯიველექი (გერი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებანურიე ულვიე იედიჩი, 1893 წელს, ოსმალეთის იმპერიის, ბალიქესირის გიონენის რაიონში, საფიე ჰანიმისა და ჩერქეზი[2] წარმოშობის მაჰმუთ იედიჩის ოჯახში დაიბადა.[3][4] ნურიეს ოჯახი კავკასიაში ცხოვრების დროს, მეფის რუსეთის მთავრობის მიერ, დეპორტირებულ იქნა. დეპორტაციის შემდეგ, ოჯახი ჯერ ტრაპიზონში, ხოლო შემდეგ ბალიქესირის გიონენის რაიონში ჩასახლდა, სადაც ოჯახი ფინანსურ სირთულეებს ებრძოდა. ამ მიზეზით, ოჯახმა ქალიშვილი ილდიზის სასახლეში გაგზავნეს.[1] ნურიემ აქ საზოგადო განათლება მიიღო და სასახლის წესების თანახმად, 1906 წელს, 13 წლის ასაკში, მასზე ასაკოვან მამაკაცზე, კერძოდ აბდულჰამიდ II-ის ძიძიშვილზე, ჰულუსი ბეიზე დაქორწინდა.[5] ასაკოვანი მეუღლე მალე გარდაიცვალა და ნურიე 20 წლის ასაკში დაქრივდა.[1][2][6]
კარიერა
რედაქტირებანურიემ, ჰულუსი ბეისგან დარჩენილი ქონებით, 1913 წლის 4 აპრილს, „ქალების სამყარო“-ს სახელით ცნობილი ჟურნალი გახსნა. ერთი თვის შემდეგ, 1913 წლის 28 მაისს, ქალთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით „ოსმალო ქალთა უფლებების დაცვის საბჭო“ (smanlı Müdafaa-i Hukuk-ı Nisvan Cemiyeti) ჩამოაყალიბა.[7] თავდაპირველად, საბჭოს წევრები მარტო მუსლიმი ქალბატონები იყვნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში საბჭოს შემადგენლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც გაწევრიანდნენ.[2]
თავდაპირველად ჟურნალი ყოველდღიურად გამოიცემოდა. მე-100 გამოცემის შემდეგ, ჟურნალი ყოველკვირეული გახდა.[2] ნურიე, 108-ე გამოცემიდან დაწყებული, თავისი ახალი მეუღლის გვარის ქვეშ დაიწყო მუშაობა.[7]
ჟურნალი „ქალების სამყარო“, პირველი ჟურნალი გახდა, რომელიც მუსლიმი ქალის სურათი დაბეჭდა. ჟურნალის პერსონალიდან არავინ იყო მამაკაცი; ნურიე სპეციალურად არ ამუშავებდა მამაკაცებს ჟურნალში, რადგან თვლიდა, რომ მამაკაცები ქალებს საზოგადოებიდან დევნიან.[2]
ნურიე, თავის საგაზეთო ნაწერებში დიდ ყურადღებას უთმობდა ქალთა უმაღლესი განათლების, სამუშაო ადგილებზე თანაბარი ანაზღაურებისა და სახელმწიფო სამუშაოზე აკვანის საკითხებს. აგრეთვე, ყურადღებას უთმობდა თავსაბურავების თავისუფალი ტარებისა ქორწინებაში თანაბარი უფლებებით სარგებლობის საკითხებს.[8] ამ კამპანიის შედეგად, ქალებმა საგრძნობ წარმატებებს მიაღწიეს, ასე რომ, 7 ქალი ერთ სატელეფონო ბიუროში დაიწყეს მუშაობა და 1914 წელს, ქალების მიერ უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, „ინიას დარიულფიუნუნუს“ ფონდი შეიქმნა.[9]
ჟურნალი „ქალების სამყარო“, 1913—1914 წლებში ევროპის ფემინისტებსა და საბჭოებს შორის დიალოგის გაძლიერების მიზნით, ფრანგულ ენაზეც გამოიცა.[2] ნურიემ, ჟურნალის სათავეში 1921 წლამდე დარჩა.[7]
ამ პერიოდში მიმდინარეობდა თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის, სადაც ნურიეს მეუღლე მხარს უჭერდა ქურთების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის,[10] შედეგად მისი ქმარი დეპორტირებულ იქნა.[4][6] დეპორტაციის შემდეგ, 1927 წელს ნურიე განქორწინდა და სტუდენტთა თავშესაფარი გახსნა. ამ პერიოდში, ნურიეს თავშესაფარში რჩებოდა ანტაქიელი სტუდენტი, რომელიც მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა, ალი მუჰარემ ჯიველექი, რომელზეც 1931 წელს დაქორწინდა. შემდგომში, ისინი საცხოვრებლად სტამბოლიდან ქირიქჰანეში გადავიდნენ.[4]
ნურიე, 1964 წლის 9 აპრილს, ჰათაის ქირიქჰანეს რაიონში გარდაიცვალა და ჰათაის ქალაქ ანთაქიის ასრის სასაფლაოზე დაკრძალეს.[7]
ხსოვნა
რედაქტირებაგარდაცვალების შემდეგ, ჯიველექის მეუღლემ 1967 წელს, ჰათაის პროვინციის ქირიქჰანეს რაიონში, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა. ბიბლიოთეკაში, 2004 წლის მონაცემებით, 9 000-მდე წიგნი ინახებოდა.[11] ასევე, ქირიქჰანეს რაიონში მისი სახელობის ქუჩა და შადრევანიც არსებობს.[6] 1967 წელს, მის საფლავზე, თურქ ქალთა საბჭოს მიერ მემორიალური დაფა ჩამოეკიდა.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Kadınlar Dünyası'nda Bir Saraylı
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries
- ↑ Nuriye Ulviye Civelek Hayati
- ↑ 4.0 4.1 4.2 Osmanlı'da İlk Kadın Feminist Ulviye Nuriye Mevlan Civelek
- ↑ Koç, Duygu, Türk kadın hareketini kadınlar dünyası ve Türk kadın yolu dergileri üzerinden okumak, Yayımlanmış Yüksek Lisans Tezi, Hacettepe Üniversitesi, 2016, s. 31
- ↑ 6.0 6.1 6.2 İlk Çerkes feminist Ulviye Mevlan Civelek
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Nuriye Ulviye Mevlan Civelek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2016-03-21.
- ↑ Women’s Press, Journals, Magazines and Newspapers from 1875 to 1923. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-26. ციტირების თარიღი: 2018-04-08.
- ↑ İnas Darülfünunu ve Kadınlar Dünyası Dergisi
- ↑ Kurdish Notables and the Ottoman State: Evolving Identities, Competing Loyalties, and Shifting Boundaries
- ↑ Kırıkhan'daki tarihi kütüphane ilgi bekliyor // Kırıkhan historic library is waiting for attention.