ნუიდის განძი[1] (აზერ. Nüydü dəfinəsi) — ვერცხლის მონეტების ანტიკური ხანის განძი, აღმოჩენილი აზერბაიჯანის აღსუს რაიონის სოფელ ნუიდის სიახლოვეში.

ნუიდის განძი, გამოფენილი აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში (ბაქო)

გამოვლენა

რედაქტირება

ნუიდის განძი 1972 წელს არქეოლოგიული გათხრების მიმდინარეობის პროცესში აღმოაჩინეს. 36 მონეტისაგან შემდგარი განძი ნუიდის ძეგლის ტერიტორიაზე № 11 ქალის სამარხში აღმოაჩინეს. მომცრო დოქში მოთავსებული განძი ქალის გვამის ფეხებთან იყო ჩაფლული.[2] მონეტები საგანგებოდ მოათავსეს დაკრძალული ქალის საფლავში.[3] მონეტებზე ერთი მხრიდან გამოსახულია სქემატური ადამიანის თავი დიადემაში, მეორე მხარეს კი — კაცი, რომელსაც ერთ ხელში ხელკეტი ან შუბი უჭირავს, ხოლო მეორეში — ფრინველი (ზოგჯერ თხა). ზოგიერთი მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია სამეფო ტახტზე მჯდომი ზევსი არწივითა და კვერთხით ხელში. მონეტებზე არ არის წარწერები. შემდგომში ადგილობრივი ალბანური მონეტები ალექსანდრე მაკედონელის დროს მომქმედი მონეტების მიბაძვით იყო შექმნილი და მოჭრილი.[4]

მსგავსი ანონიმური მონეტები აღმოჩენილი იქნა აზერაიჯანის სხვა რეგიონებშიც. განძი გამოფენილია ბაქოში, აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში.[5]

ნუიდიში აღმოაჩინეს ორი კულტურული ფენა. ზედა ფენა მდებარეობდა ზედაპირის დონიდან 0,6-0,7 მეტრზე. ქვედა ფენა თარიღდება ძვ. წ. III საუკუნის მეორე ნახევრიდან ძვ. წ. I საუკუნის შუა პერიოდამდე. მისთვის დამახასიათებელია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა სურა, მოგრძო გადინების ჭურჭელი, დიდი ზომის ქოთნები ორი სახელურით, ადგილობრივი ვერცხლის მონეტები წარწერების გარეშე და სამაჯურები. ზედა ფენა ხასიათდება მომცრო თასებით, ჭურჭლითა და ქვის იარაღებით.

  1. Бабаев И. А. Города Кавказской Албании в IV в. до н. э. — III в. н. э.. — Б.: Элм, 1990. — С. 161. — 236 с. Кабалинский и Нюйдинский клады, а также отдельные находки местных подражаний свидетельствуют о том, что местные подражания подвергались деградации постепенно.
  2. Денежное обращение Кавказской Албании в эллинистическую эпоху. ციტირების თარიღი: 2021-01-10.
  3. Османов, Фазиль Латиф оглы. История и культура Кавказской Албании IV в. до н.э. - III в. н.э.: (на основании археологических материалов). — Баку, «Тахсил», 2006-06-08. — 251 с.
  4. Глава V. Экономическая жизнь городов – Ilyas Babayev. ციტირების თარიღი: 2021-01-10.
  5. Yuri Prokopenko Ю.А. Прокопенко Скифы, сарматы и племена кобанской культуры в Центральном Предкавказье во второй половине I тыс. до н.э. Монография. Часть 2 / The skythians, sarmats and koban culture tribes of the central Caucasus (Predkavkaz’e) in the second half of the 1st millennium b.c. Monography. Part 2