ნუევო-ლარედო
ნუევო-ლარედო (ესპ. Nuevo Laredo) — ქალაქი მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში, ნუევო-ლარედოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიო-გრანდეს ნაპირზე, აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ლარედოს მოპირდაპირედ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ნუევო-ლარედო Nuevo Laredo | |||
| |||
ქვეყანა | მექსიკა | ||
შტატი | ტამაულიპასი | ||
კოორდინატები | 27°29′10″ ჩ. გ. 99°30′25″ დ. გ. / 27.48611° ჩ. გ. 99.50694° დ. გ. | ||
დაარსდა | 1847 | ||
ფართობი | 1 334,02 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 130 მეტრი | ||
მოსახლეობა | 373 725 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-6, ზაფხულში UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 867 | ||
საფოსტო ინდექსი | 88000 | ||
ოფიციალური საიტი | nuevolaredo.gob.mx | ||
2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 373 725 ადამიანს შეადგენს.[1] მიეკუთვნება ლარედო-ნუევო-ლარედოს მეტროპოლიას, რომლის მოსახლეობაც 636 516-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 334,02 კმ²-ია. ქალაქიცა და მუნიციპალიტეტიც შტატში სიდიდით მესამე ადგილზეა.
აშშ-ის ქალაქ ლარედოსთან დაკავშირებულია მდინარე რიო-გრანდეზე გადებული სამი საერთაშორისო ხიდითა და ერთი სარკინიგზო ხიდით. იგი ამერიკელ სეხნიაზე დიდია, მაგრამ უფრო ახალგაზრდა. დაარსდა მას შემდეგ, რაც ტეხასის რესპუბლიკა მექსიკას გამოეყო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-07-19 საიტზე Wayback Machine.