ნუგზარ ჯუღელი
ნუგზარ ჯუღელი (დ. 2 ივნისი, 1937 — გ. 1 სექტემბერი, 2019) — ქართველი სპორტული კომენტატორი, ტელედიქტორი და მსახიობი.
ნუგზარ ჯუღელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ივნისი, 1937 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
1 სექტემბერი, 2019 (82 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | ტელეწამყვანი, მსახიობი |
აქტიური | 1968-2004 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1937 წლის 2 ივნისს, თბილისში. 1955 წელს დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა. 1955-1959 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე (კუკური პატარიძის ჯგუფი). 1959-1971 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.
1968 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა. წლების მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“. აღიარება და პუოპულარობა მოიპოვა, როგორც სპორტული გადაცემების წამყვანმა და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორმა. გადაღებულია მხატვრულ ფილბებში: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959), „ალავერდობა“ (1962).
2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.
გარდაიცვალა 2019 წლის 1 სექტემბერს 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ტელევარსკვლავი კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.[1]