ნუგზარ გოგიბედაშვილი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 14 თებერვალი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ნუგზარ ვლადიმერის ძე გოგიბედაშვილი (დ. 9 თებერვალი, 1939, თბილისი — გ. 26 თებერვალი, 2021, იქვე) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა) და ექიმი, ენდოკრინოლოგი,[1] მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1957).

ნუგზარ გოგიბედაშვილი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1939
თბილისი საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 თებერვალი, 2021 (82 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა სპორტსმენი, ექიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1939 წლის 9 თებერვალს თბილისში. მამა — ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, სსრკ-ის სპორტის ოსტატი, რესპუბლიკის დამსახურებული მსაჯი. დედა ნინო წულაძე — ეკონომისტი.

ნუგზარ გოგიბედაშვილმა 1953 წელს დაიწყო ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში შალვა ნოზაძესთან.[2] 1957 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში.

1956-1964 წლებში გახდა საქართველოს 10-გზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.[3] 1957 და 1958 წელს გახდა სსრკ-ის ჩემპიონი ჭაბუკებში. სსრკ-ის და საქართველოს ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში. 1962 წელს გახდა სსრკ მე-3 პრიზიორი 97კგ. წონით კატეგორიაში (რიგა), 1964 წელს — სსრკ-ის ჩემპიონი 97 კგ. წონით კატეგორიაში (ბაქო), ხოლო 1966 წელს „აზიის მცირე ოლიმპიური თამაშების“ ჩემპიონი (ჯაკარტა).

იგი არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1982 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1968-1982 წლებში იყო თბილისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი. 1970-1982 წლამდე პარალელურად თბილისის მთავარი ენდოკრინოლოგი. 1982-2010 წლამდე კასპის რაიონის და რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნუგზარ გოგიბედაშვილი, vidal.ge, ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2021
  2. ნუგზარ გოგიბედაშვილი. 6анки.рф. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-11. ციტირების თარიღი: 2016-09-23.
  3. ნუგზარ გოგიბედაშვილი Mematiane.ge, ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2021, დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021.