ნუგზარ ბაბუაძე (დ. 29 მაისი, 1949, ფოთი — გ. 2016) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977), აკადემიური დოქტორი. პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით, 1996 წელს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 1977 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა.

წლების განმავლობაში პედაგოგირ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, 1988 წელს აირჩიეს საკავშირო საკავშირო საპატენტო სამსახურის საქართველოს ცენტრის დირექორად, 1990–1992 წლებში საქართველოს საპატენტო და სალიცენზიო ცენტის დირექტორი, 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს საპატენტო–სალიცენზიო სამმართველოს უფროსი, 1992–1993 წლებში საქართველოს საპატენტო უწყების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1994–1996 წლებში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი, 1996–1998 წლებში კომპანია „საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების“ პრეზიდენტი, 1998–1999 წლებში ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) ატაშე საქართველოს საელჩოში უზბეკეთსა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში, 1999–2000 წლებში კორპორაცია „ჯორჯიან ინტელექტი“ პეზიდენტი, 2003–2016 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, 2014–2016 წლებში სტუ–ის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურგენიძე დ., ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები, თბ., 2020 გვ. 159–160

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება