ნუბნეფერი
ნუბნეფერი — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი მეორე დინასტიიდან. ზუსტი ცნობები მისი მეფობის შესახებ უცნობია და მისი ქრონოლოგიური მოღვაწეობა გამქრალი. მანეთონის სიაში სავარაუდოდ ეს ფარაონი უნდა იყოს ხაირესი, რომელიც ქვეყანას მართავდა 17 წლის მანძილზე.
სახელი
რედაქტირებასახელი ნუბნეფერი პირველად გამოჩნდა შავი ქვის ჭურჭლის ფრაგმენტზე, სამხრეთის გალერეაში ეგვიპტის მესამე დინასტიის ფარაონ ჯოსერის ნეკროპოლისში, საჰარაში, მოიხსენიება სახელწოდება Menti-Ankh, რომელიც აღმოჩენილ იქნა ფარაონ ნინეჩერის მეფობის დროს. ისეთი ეგვიპტოლოგიები, როგორებიც არიან პიტერ კაპლონი, ჯოჰემ კოლი და ფრანსესკო ტირადრიტი, ფიქრობენ, რომ ნუბნეფერის მეფობის ქრონოლოგია უახლოვდება ნინეჩერის მეფობის პერიოდს. ნუბნეფერის სახელი არ გაუჩინარებულა უახლოეს თანამედროვეების ან მისი სიკვდილის შემდეგ.
იდენტურობა
რედაქტირებაეგვიპტოლოგებს, როგორებიც არიან ბატისკომბე განი და ედონ სტეფან ედუარდი, სჯერათ რომ სახელი ნუბნეფერი შეიძლება ყოფილიყო მეფე რანები დაბადების სახელი. საპირისპიროს ამტკიცებენ ეგვიპტოლოგები ვოლფგანგ ჰელკი და ტობი ჰელკინსონი. ისინი ფიქრობენ, რომ ნუბნეფერი იყო ნინეჩერის უშუალო მემკვიდრე. განსხვავებული აზრი აქვს პიტერ კაპლონს. იგი თვლის, რომ ნუბნეფერი მართავდა ეგვიპტეს ვაჯენესსა და სენედს შორის.