ნინეჩერი
ნინეჩერი, ჰორ-ნი-ნეჩერი — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს მეორე დინასტიის მესამე ფარაონი.
იურგენ ფონ ბეკერატის დათარიღების მიხედვით მისი მმართველობა გრძელდებოდა ძვ. წ. 2785 წლიდან ძვ. წ. 2742 წლამდე. ეგვიპტოლოგი ტომას შნაიდერი უფრო ფრთხილია და მის მმართველობას ათავსებს ძვ. წ. 2850-2740 წლებს შორის. პალერმოს ქვის მიხედვით ნინეჩერი ქვეყანას მართავდა 14 წელი. მისი მმართველობა მეორე დინასტიის ფარაონებს შორის ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მანეთონი მას ბინოფრისს უწოდებს და მის მმართველობას 47 წლით განსაზღვრავს.
ნინეჩერის სავარაუდ საფლავი მდებარეობს საკარის კლდეში.