ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ნუბიის ომი
თარიღი ძვ. წ. 25 — [22
შედეგი ომამდე არსებული მდგომარეობის (status quo ante bellum") აღდგენა
მხარეები
რომის იმპერია მეროიტის სამეფო
მეთაურები
გაიუს პეტრონიუსი ამანირენა
ძალები
10 ათასი ქვეითი
800 მხედარი
30 ათასი მეომარი

ნუბიის ომი ძვ.წ. 25-22 — შეიარაღებული კონფლიქტი რომსა და მეროიტთა სამეფოს შორის ("ეთიოპია").[1]

კონფლიქტის მიზეზები

რედაქტირება

უძველესი ავტორები  ნუბიელებს კონფლიქტის ინიციატორებად წარმოადგენდნენ, ხოლო სტრაბონის გადმოცემით, ისინი განაწყენებულნი იყვნენ რომაული ადმინისტრაციის ზოგიერთი მოქმედებით. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეგვიპტის პირველ პრეფექტ, გაიუს კორნელიუს გალიუსს, შეეძლო ჩარეულიყო ნუბიელთა დინასტიურ ბრძოლაში და მხარი დაეჭირა ერთ-ერთი პრეტენდენტისთვის. 29 წლის 19 აპრილით დათარიღებულ წარწერაში კუნძულ ფილედან ადგილობრივი მმართველი იტყობინებოდა, რომ მან მიიღო ეთიოპიის მეფის ელჩები და მეფეს მფარველობას დაჰპირდა, თუმცა ნუბიაში პეტრონიუსის ლაშქრობის დროს ქვეყანას უკვე  კანდაკა ამანირენა მართავდა.

გარდა ამისა, არსებული მონაცემების მიხედვით,  „ეთიოპელებს“ ​​აშკარა მტრობაც რომ არ გამოევლინათ, რომაელთა ლაშქრობა ნუბიაში ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა,  სტრაბონის ცნობით, კორნელიუსის ნაცვლად გაგზავნილ აელიუს გალიუსს დაევალა გადმოცემის მიხედვით აურაცხელი  სიმდიდრით განთქმული ნაყოფიერი არაბეთისა და ეთიოპიის  დაზვერვა და მათი დაპყრობა შესაძლებლობის შემთხვევაში. თავად ოქტავიანე ავგუსტუსი ანკირას მონუმენტის წარწერაში ადასტურებს, რომ მისი ბრძანებით განხორციელდა ორი თითქმის ერთდროული ლაშქრობა — არაბეთსა და ნუბიაში.[2]

საომარი მოქმედებები

რედაქტირება

ისარგებლეს რომაული ჯარების უმეტესი ნაწილის არაბეთში გამგზავრებით, ნუბიელები ძვ.წ. 25 წლის შემოდგომაზე თავს დაესხნენ ფივაიდას, დაამარცხეს სამი კოჰორტისგან შემდგარი სიენის გარნიზონი,  დაიპყრეს სიენა,  ელეფანტინისა და ფილეს კუნძულები, ადგილობრივი მაცხოვრებლები მონებად წიყვანეს და ავგუსტუსის ქანდაკებები დაამტვრიეს. რომაელთა რეაქციამაც არ დააყოვნა:  უკვე 24 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში. ეგვიპტის ახალი პრეფექტი გაიუს პეტრონიუსი, არანაკლებ 10 000 ქვეითი და 800 ცხენოსანი არმიით, ლაშქრობაში გაემართა და მტერი ნუბიის ქალაქ ფსელჰიდსი მოაქცია, რის შემდეგაც მან მოითხოვა დატყვევებულების დაბრუნება დაავდასხმის მიზეზების ახსნა. [3]

ვინაიდან მოლაპარაკებებმა შედეგები ვერ გამოიღო, პეტრონიუსმა შეუტია ნუბიელთა 30000-ე არმიას.

 
„და სწრაფად გაიქცნენ, ვინაიდან ვერ იცავდნენ წესრიგს, ცუდად იყვნენ შეიარაღებულები. მათი საბრძოლო იარაღი იყო ნედლი ხარის ტყავისგან დამზადებული დიდი წაგრძელებული ფარები და ცულები. ზოგს შუბი ჰქონდა, ზოგს კი მახვილი.“
(სტრაბონი.XVII, გვ. 820)


პეტრონიუსმა შეიპყრო დედოფლის რამდენიმე მეთაური,  გაგზავნა ისინი ალექსანდრიაში, აიღო ფსელქისი. შემდეგ იგი წავიდა პრემნიდას ციხესიმაგრეში (ახლანდელი კასრ იბრიმი), გაიარა ქვიშის დიუნები, სადაც ოდესღაც მტვრის ქარიშხალმა გაანადგურა სპარსეთის მეფის კამბისე II-ის არმია. პრემნიდა ქარიშხლით რომ აიღო, ადგილობრივი მმართველი დაუპირისპირდა ნაპატას —დედოფლის რეზიდენციას, სადაც იმ დროს მისი ვაჟი იმყოფებოდა. კანდაკამ პეტრონიუსს მეგობრობის ხელშეკრულების დადება შესთავაზა. მან პირობა დადო, რომ დააბრუნებდა პატიმრებს და სიენაში დატყვევებულ ქანდაკებებს, მაგრამ პრეფექტმა უარით გაისტუმრა, აიღო ნაპატა, ქალაქი გაანადგურა და მისი ყველა მცხოვრები მონებად აქცია. დედოფლის შვილმა ქალაქიდან გაქცევა მოახერხა. შემდეგ პეტრონიუსი დაბრუნდა ეგვიპტეში და "გადაწყვიტა, რომ შემდგომი რეგიონები არმიისთვის მიუვალი იყო".

პრემნიდაში დაარსდა 400 კაციანი გარნიზონისა და ორწლიანი მარაგისგან შემდგარი რომაული ბაზა. პეტრონიუსმა ტყვეების ნაწილი სამხედრო ნადავლად გაყიდა, ათასი ადამიანი გაუგზავნა საჩუქრად კანტაბრიის ომიდან ახლად დაბრუნებულ ავგუსტუსს, დანარჩენი ავადმყოფობით გარდაიცვალა. რომაული ჯარის წასვლის შემდეგ, დედოფალი პრემნიდას მიუახლოვდა "უთვალავი ლაშქრით", მაგრამ პეტრონიუსმა მოახერხა მასზე წინ გასვლა და გარნიზონისთვის დახმარება. ვარაუდობენ, რომ ეს კამპანია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 22 წელს დასრულდა.

ვინაიდან ციხე ვერ დაიბრუნა, კანდაკამ  ელჩები გაგზავნა ავგუსტუსთან, რომელიც კუნძულ სამოსზე იმყოფებოდა. იმპერატორმა დააკმაყოფილა მათი ყველა მოთხოვნა და ზავი დადო, გაათავისუფლა ნუბიელები პეტრონიუსის მიერ დაკისრებული ხარკისგან.

ავგუსტუსის ასეთი საოცარი კეთილშობილების მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ იგი იმ დროს იყო ჩაფლული პართიელებთან დიპლომატიური დაპირისპირებით და შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევით. გარდა ამისა, გაჭიანურებული ომის პერსპექტივა ასეთ შორეულ და, როგორც ჩანდა, არც თუ ისე მდიდარ ქვეყანასთან მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვდა და არ იყო მომგებიანი. ამიტომ ავგუსტუსმა ადვილად გაცვალა უსარგებლო დაპყრობები ეგვიპტის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაში.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jameson S. Chronology of the campaigns of Aelius Gallus and C. Petronius // Journal of Roman Studies, Vol. 58, 1968, p. 71—84
  • Моммзен, Теодор. История Рима. Т. V (Провинции от Цезаря до Диоклетиана). — М.: Издательство иностранной литературы, 1949 (რუს.)
  • Парфёнов В. Н. Император Цезарь Август. Армия. Война. Политика. — СПб.: Алетейя, 2001—278 с. — ISBN 5-89329-396-7 (რუს.)
  1. Jameson, p. 81—84. Датировка предложена Ш. Джеймсоном на основании анализа сообщений Страбона и Деяний божественного Августа
  2. Strabon p. 780
  3. Деяния божественного Августа, 26
  4. Herodotus. II, 29
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნუბიის_ომი“-დან