ფილიპ ნუარე
ფილიპ ნუარე (ფრანგ. Philippe Noiret; დ. 1 ოქტომბერი, 1930, ლილი, საფრანგეთი — გ. 23 ნოემბერი, 2006, პარიზი) — ფრანგი მსახიობი.
ფილიპ ნუარე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 ოქტომბერი, 1930 ლილი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
23 ნოემბერი, 2006 პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | მონიკ შუმე |
BAFTA | 1990 — ახალი კინოთეატრი პარადიზო |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაბაკალავრო გამოცდებში რამდენჯერმა ჩავარდნის შემდეგ ნუარემ თეატრის შესწავლა გადაწყვიტა. განათლება მიიღო აღმოსავლეთის დრამატულ ცენტრში (Centre Dramatique de l'Ouest) და შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში სახალხო თეატრთან ერთად მგზავრობდა ტურებზე. აქვე შეხვდა მის მომავალ მეუღლეს მონიკ შუმეს, რომელთანაც 1962 წელს იქორწინა. ამ დროს იწყებს ღამის კლუბების კომედიანტის კარიერას ჟან-პიერ დარასთან დუეტში.
კინოეკრანებზე მისი დებიუტი შედგა 1956 წელს აგნეს ვარდას ფილმში "La Pointe Courte", თუმცა ხელმეორედ 1960 წლამდე აღარ გამოჩენილა. 1962 წელს „ტერეზა დექეიროში“ მისი როლის შემდეგ ის უკვე სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს ფრანგულ ეკრანზე, თუმცა მთავარ როლში მხოლოდ 1966 წელს ჩნდება ჟან-პოლ რაპენოს ფილმში "La Vie de château". 1967 წელს "Alexandre le Bienheureux"-ში შესრულებით საფრანგეთში ვარსკვლავი ხდება. ამ დროისთვის ის უკვე მთელ დროს ეკრანს უთმობს. მას არ შეეძლო რომანტიკული გმირების როლების თამაში, ამიტომ ძირითადად ყოველდღიური ხასიათებით იყო დაკავებული, თუმცა მათ შორის იყო რამდენიმე კრიტიკული როლიც, როგორიცაა La Grande Bouffe, ფილმი ზედმეტი ჭამით თვითმკვლელობის შესახებ, რომელმაც სკანდალი გამოიწვია კანის ფესტივალზე 1973 წელს.
პირველი სეზარი 1976 წელს მიიღო როლისთვის Vieux Fusil-ში. მეორე სეზარი 1990 წელს მოვიდა ფილმში La Vie et rien d'autre. საერთაშორისო ეკრანებზე ყველაზე უკეთ ცნობილია როლებისთვის ფილმებში - „ახალი კინოთეატრი პარადიზო“ და Il Postino.
გარდაიცვალა 2006 წლის 23 ნოემბერს კიბოს დაავადებით.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1960 | ფ | ზაზი მეტროში | Zazie dans le Métro | ძია გაბრიელი |
1965 | ფ | ლედი ლ | Lady L | ამბროზი ჟერომი |
1969 | ფ | ტოპაზი | Topaz | ჰენრი ჟარე |
1975 | ფ | ძველი თოფი | Le Vieux Fusil | ჟულიენ დანდიუ |
1976 | ფ | უდაბნო ტარტარი | Il deserto dei Tartari | გენერალი |
1989 | ფ | ახალი კინოთეატრი პარადიზო | Nuovo Cinema Paradiso | ალფრედო |
1989 | ფ | ცხოვრება და მეტი არაფერი | La Vie et rien d'autre | პოლკოვნიკი დელაპლანი |