ნოშრევან მამულაძე
ნოშრევან მამულაძე (დ. 5 სექტემბერი, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი.
ნოშრევან მამულაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 1948 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1971-1984 წლებში იყო სახელმწიფო ბანკის ხულოს განყოფილების ინსპექტორი, ამავე რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ეკონომისტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსი ეკონომისტ-ფინანსისტი, ამავე სამინისტროს კოლმეურნეობების საქმეთა მართვის განყოფილების უფროსი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხულოს რაიკომის განყოფილების გამგე, 1984 წლიდან ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).