კამპ ნოუ

(გადამისამართდა გვერდიდან ნოუ კამპი)

„კამპ ნოუ“ (ესპ. Camp Nou) — საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი. ოფიციალური გახსნა შედგა 1957 წლის 24 სექტემბერს[2]. გახნის მომენტიდან სტადიონი ეკუთვნოდა კატალონიურ საფეხბურთო კლუბს და თავდაპირველოდა ეწოდებოდა Estadi del FC Barcelona (საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი), თუმცა მაშინაც კი მას უწოდებდნენ „კამპ ნოუს“. თავისი ამჟამინდელი სახელწოდება ოფიციალურად სტადიონმა მიიღო 2000 წელს[3]. „კამპ ნოუ“ ყველაზე ტევადი სტადიონია არა მარტო ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაშიც: ის იტევს 99 453 მაყურებელს.

კამპ ნოუ
Camp Nou

უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი
მდებარეობა ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი
აშენდა 1957
გაიხსნა 24 სექტემბერი 1957
საფარი 105 × 68 მეტრი
კონსტრუქციის ღირებულება 288 მლნ პესეტი (1,73 მლნ ევრო)
არქიტექტორი ფრანსესკ მიტჟანსი,
ხოსეპ სოტერასი,
ლორენსო გარსია-ბარბონი
ტევადობა 99 354[1]
გუნდები
ბარსელონა, კატალონიის დროშა კატალონია, ესპანეთის დროშა ესპანეთი

„კამპ ნოუ“ ერთ-ერთია იმ მცირე ევროპული სტადიონებიდან, რომლებსაც უეფა ხუთი ვარსკვლავით აფასებს.

სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ბარსელონას თანამშრომლების ოფიციალური ცენტრი, ხელმძღვანელობის ოფისი და საფეხბურთო კლუბის მუზეუმი, რომელიც კატალონიაში ყველაზე ხშირად წვევადი მუზეუმია. გარდა ამისა „კამპ ნოუ“ წარმოადგენს მთავარ ნაწილს კომპლექსისა, რომელშიც ასევე შედის „მინი-ესტადი“ (ესპ. Mini estadi) — ოციათასიანი სტადიონი, რომელზეც ვარჯიშობენ კლუბის სპორტული სკოლის გუნდები; „ლა მასია“ (ესპ. La Masía) — შენობა, სადაც ცხოვრობენ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა აღზრდილები; და „პალაუ ბლაუგრანა“ (ესპ. Palau Blaugrana) — 8 000 მაყურებელზე გათვლილი კორპუსი, სადაც გამოდიან კლუბის კალათბურთის, ჰენდბოლის, ჰოკეისა და მინი-ფეხბურთის გუნდები.

კამპ ნოუ.

2007 წლის სექტემბერში კლუბმა მიიღო პროექტი სტადიონის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო მისი გახსნის დღიდან 50 წლის იუბილესთან. გაკეთდა საერთაშორისო კონკურსი, რომლის დროსაც არქიტექტორებმა მთელი მსოფლიოდან წარმოადგინეს საკუთარი პროექტები. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ კლუბის წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და კატალონიელი არქიტექტორების ასოციაციის წევრები. 2007 წლის 18 სექტემბერს გამოვლინდა გამარჯვებული — იგი გახდა ინგლისური ფირმა „ფოსტერსი და პარტნიორები“, რომელიც ცნობილი იყო ახალი სტადიონის, „უემბლის“ აგებით, ასევე მიიოს ვიადუკის, კოლსეროლის კოშკებისა და ნიო-იორკში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობებით. პროექტის მოდელი პირველად პუბლიკას წარუდგინეს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის მატჩის დაწყების წინ, რომელიც გაიმართა 2007 წლის 22 სექტემბერს. თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა 250 მილიონ ევროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Information. FCBarcelona.cat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 05.07.2011.
  2. FC Barcelona Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-23. ციტირების თარიღი: 2013-12-13.
  3. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფიციალური საიტი. ხუთვარსკვლავიანი სტადიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი 2008.