ნოტო (სიცილ. Notu; ლათ. Neetum ან Netum) — ქალაქი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზის პროვინციაში. მდებარეობს სირაკუზიდან 32 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, იბლეის მთების ძირში. მისი სახელი ეწოდება გარშემო მდებარე ხეობას — ვალ-დი-ნოტოს. 2002 წელს, ნოტო და მისი ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]

ქალაქი
ნოტო
Noto

ქალაქის ხედი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 36°53′00″ ჩ. გ. 15°05′00″ ა. გ. / 36.88333° ჩ. გ. 15.08333° ა. გ. / 36.88333; 15.08333
ფართობი 550,86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 152
მოსახლეობა 23,816 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 43,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 96017
ოფიციალური საიტი comune.noto.sr.it
ნოტო (ქალაქი) — იტალია
ნოტო (ქალაქი)

მუსლიმანთა დიდი ხნის ბატონობის შემდეგ, 1091 წელს ნოტო ნორმანებმა აიღეს, როჯერ I-ის მეთაურობით, რითაც ნორმანების მიერ სიცილიის დაპყრობა დასრულდა (1061 - 1091). ამ თარიღიდან იწყება ქალაქსა და მთელს სიცილიაზე ჰოტვილების ოჯახის ბატონობა — ამიერიდან ის სიცილიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

1693 წლის 9 იანვრის ნოტო მიწისძვრამ გაანადგურა. მისმა მაცხოვრებლებმა ის 20 კმ-ის მოშორებით ხელახლა ააშენეს. პროექტი როზარიო გალიარდიმ და ჯოვანი ბატისტა ლანდოლინამ შეადგინეს. შენობები ნაგებია ყვითელი კირქვით.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ნოტო ცნობილია მისი ადრეული XVIII საუკუნის კოხტა არქიტექტურით, რომელიც სიცილიური ბაროკოს სტილის მთავარ შედევრად იიჩნევა. აქ მდებარეობს მრავალი რელიგიური ნაგებობა, რამდენიმე სასახლე და სვა მრავალი. ძველი შერეულია ახალთან, რაც მკაფიოდ ჩანს ბორცვებიდან ან მაღალი შენობების სახურავებიდან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Late Baroque Towns of the Val di Noto - listing on UNESCO website