ნოსტალგია (იტალ. Nostalghia) — ანდრეი ტარკოვსკის 1983 წლის ფილმი. ფილმი წარმოადგენს საბჭოთა კავშირისა და იტალიის ერთობლივ კინოპროდუქციას.

„ნოსტალგია“
დამდგმელი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი
სცენარის ავტორი ტონინო გუერა, ანდრეი ტარკოვსკი
როლებში ოლეგ იანკოვსკი
ერლანდ იოსეფსონი
დომიციანა ჯორდანო
ოპერატორი ჯუზეპე ლანჩი
გამოსვლის თარიღი მაისი, 1983
ხანგრძლივობა 125 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირი, იტალია
ენა რუსული, იტალიური
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რუსი პოეეტი ანდრეი გორჩაკოვი მოგზაურობს იტალიაში თარჯიმან ევგენიასთან ერთად და იკვლევს ერთ-ერთი კომპოზიტორის ცხოვრებას. ის ხვდება მთვარეულ დომენიკოს, რომელიც საკუთარმა ოჯახშმა შინაპატიმრობაში გამოამწყვდია, რათა დაეცვა ის გარესამყაროსგან. ანდრეი უმეგობრდება დომენიკოს და ცდილობს დაეხმაროს მას. ანდრეი ასრულებს თავის სამუშაოს, ეხმარება დომენიკოს და ამავდროულად, ენატრება სამშობლო.

 
„მინდოდა გადამეღო ფილმი რუსულ ნოსტალგიაზე, სულის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენ სამშობლოსაგან შორს წასულებს გვეუფლება. დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ რუსები ცუდი ემიგრანტები არიან. ...ამ ფილმზე მუშაობისას, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დამთრგუნავი მიუსაფრობის შეგძნება ჩემი დარჩენილი ცხოვრების განგება გახდებოდა“
(ანდრეი ტარკოვსკი)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება