ნორ-ლიპესის პროვინცია

ნორ-ლიპესის პროვინცია (ესპ. Provincia de Nor Lípez) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. დედაქალაქია ვილია-მარტინი. ნორ-ლიპესის ტერიტორიაზე მდებარეობს ბოლივიაში ერთ-ერთი უდიდესი — სან-კრისტობალის მაღარო.

პროვინცია
ნორ-ლიპესის პროვინცია
Provincia de Nor Lípez
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 20°55′00″ ს. გ. 67°13′00″ დ. გ. / 20.91667° ს. გ. 67.21667° დ. გ. / -20.91667; -67.21667
ფართობი 28 187 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, კეჩუა
მოსახლეობა 10 460 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 0,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

ნორ-ლიპესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. დასავლეთით ესაზღვრება ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 210 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 270 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 28 187 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
პოტოსის დეპარტამენტის პროვინციები
 
კანიაპის ტბა
  • 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 8 320 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 10 460-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 25,7 %-იან ზრდას.
  • მოსახლეობის 96 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
  • 61 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 9 % მაღაროებში, 2 % მრეწველობაში, 28 % მომსახურების სფეროში (2001).
  • მორწმუნეთა 90 % კათოლიკეა, 6 % პროტესტანტი.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუას შთამომავლები არიან.

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

21°14′ ს. გ. 67°27′ დ. გ. / 21.233° ს. გ. 67.450° დ. გ. / -21.233; -67.450