ნორდმანის აპოლონი

ნორდმანის აპოლონი (ლათ. Parnassius nordmanni) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთებში. წინა ფრთების სიგრძე 25-38 მმ. ფრთების შლილი 50-57 მმ. გვხვდება კავკასიონის ალპურ, სუბალპურ და სუბნივალურ სარტყელში, აგრეთვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადის ზღვის დონიდან 2000-იდან 4000 მ-მდე. სახელი ეწოდა რუსი ზოოლოგის კავკასიის მკვლევარის ალექსანდრე ნორდმანის პატივსაცემად.

ნორდმანის აპოლონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  აფროსნისებრნი
გვარი:  აპოლონი
სახეობა:  ნორდმანის აპოლონი
ლათინური სახელი
Parnassius nordmanni 
(Menetries, in Siemaschko, 1850)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122552788

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება