ნორა ყიფიანი
ნორა ყიფიანი (დ. 27 აგვისტო, 1917, ქუთაისი — გ. აგვისტო, 2008) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1971).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1917 წლის 27 აგვისტოს ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1934 წლიდან მონაწილეობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სპექტაკლებში. 1938 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა სოხუმის რუსულ თეატრში. პარალელურად გამოდიოდა ქართული თეატრის წარმოდგენებში. 1946 წლიდან იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: ნატაშკა (მ. გორკის „ფსკერზე“), ელიზა დულიტლი (ბ. შოუს „პიგმალიონი“), ასმათი (რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“), ლიუდმილა (ვ. როზოვის „მისი მეგობრები“), გულჩორა (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალ-ალან“), მაშა (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), ემილია გალოტი (გ. ე. ლესინგის „ემილია გალოტი“), ვერა (მ. გორკის „უკანასკნელნი“), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ოლივია ( შექსპირის „მეთორმეტე ღამე“) და სხვა.