ნომოგენეზი
ნომოგენეზი (ბერძ. nomos — კანონი და ...გენეზი) — ანტიდარვინისტული, იდეალისტურ-ტელეოლოგიური ევოლუციის ჰიპოთეზა, რომელსაც საფუძვლად უდევს ორგანული სამყაროს თავდაპირველი მიზანშეწონილობის იდეა. წამოაყენა გეოგრაფმა და ბიოლოგმა ლევ ბერგმა 1922 წელს.[1] ნომოგენეზის თანახმად, ევოლუციის საფუძველია შინაგანი კანონზომიერებები, რომლებიც განაპირობებენ ორგანიზმების განვითარებას განსაზღვრული მიმართულებით; ამის გამო ბუნებაში არსებული მიზანშეწონილობა პირველადია; ორგანიზმები ერთმანეთის დამოუკიდებლად ჩნდებიან, რის გამოც მათ შორის განსხვავებები პირველადია, მსგავსებები კი — მეორეული. ნომოგენეზის ჰიპოთეზა გამოქვეყნებისთანავე მკაცრად გააკრიტიკეს როგორც ავტოგენეზის ერთ-ერთი სახე.[2] ნომოგენეზი ამკვიდრებდა პრინციპს ცოცხალი სამყაროს თავდაპირველი მიზანშეწონილობის შესახებ, რაც ბერგის აზრით განპირობებული იყო პროტოპლაზმის ცილების სტერეოქიმიური თვისებებით.[3] მოგვიანებით ნომოგენეზის თეორიის იდეებს ავითარებდა ფილოსოფოსი, ბიოლოგი და ენტომოლოგი ალექსანდრე ლიუბიშევი.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Берг Л. С., Номогенез или эволюция на основе закономерностей, П., 1922;
- Теория номогенеза. Сб. критических ст., М., 1928.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნომოგენეზი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ↑ ნათაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 469.
- ↑ ნომოგენეზი — ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები
- ↑ ნომოგენეზი — დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი