კონსტანტინ ფონ ნოირათი
(გადამისამართდა გვერდიდან ნოირატი, კონსტანტინ ფონ)
კონსტანტინ ბარონი ფონ ნოირათი (გერმ. Konstantin Freiherr von Neurath; დ. 2 თებერვალი, 1873, კლაინგლატბახი (ბადენ-ვიურტემბერგი), გერმანიის იმპერია — გ. 14 აგვისტო, 1956, ერცვაიინგენი (ბადენ-ვიურტემბერგი), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) — გერმანელი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე. მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრი 1932 - 1938 წ.წ. ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორი 1939 - 1941 წ.წ.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1892–1901 — ნოირათი მუშაობდა ვიურტემბერგის იუსტიციის სამინისტროში.
- 1903–1908 — მუშაობდა გერმანიის ვიცე-კონსულად დიდ ბრიტანეთში
- 1908–1914 — გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშია.
- 1914–1916 — გერმანიის ელჩის მრჩეველია თურქეთში.
- 1917–1918 — ვიურტემბერგის მეფის პირადი მდივანია.
- 1919–1921 — ნოირათი გერმანიის წარგზავნილია დანიის სამეფოში.
- 1921–1930 — იგი გერმანიის ელჩია იტალიაში.
- 1930– 1932 — უკვე დიდ ბრიტანეთში მუშაობს ელჩის რანგში.
- 1932–1938 —ნოირათი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრია.
- 1937 — ნოირათი „ნსდაპ“-ში შევიდა და ჰიტლერმა მას შუცშტაფელი-ის გრუპენფიურერის წოდება მიანიჭა.
- 1938–1939— იგი საიდუმლო კაბინეტის პრეზიდენტია.
- 1939–1943 — რაიხსპროტექტორის რანგში მართავს გერმანიის მიერ მიერთებულ ბოჰემიასა და მორავიას.
- 1943 — ნოირათს შუცშტაფელის ობერგრუპენფიურერის წოდება მიენიჭა.
- 1946 — 1 ოქტომბერი: ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გერმანიის სახელმწიფო მოღვაწეს და პროფესიონალ დიპლომატს კონსტანტინ ფონ ნოირათს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- 1954 — იგი ვადამდე გაათავისუფლეს. კ. ფონ ნოირათი გარდაიცვალა 1956 წელს.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
კატეგორია:დაბადებული 2 თებერვალი