ნოვო-ალექსეევის მონასტერი
ნოვო-ალექსეევის მონასტერი (რუს. Ново-Алексеевский монастырь) — სტავროპიგიალური დედათა მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. მონასტერი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის კრასნოსელსკის რაიონში. მისამართი კაპოტნინის პირველი გასასვლელი, სახლი 10.
ნოვო-ალექსეევის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°47′03″ ჩ. გ. 37°40′05″ ა. გ. / 55.78417° ჩ. გ. 37.66806° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | სტავროპიგიალური დედათა მონასტერი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაძველი ალექსეევის მონასტერი დააარსა 1358 წელს, კიევის მიტროპოლიტმა ალექსიმ. მონასსტრის პირველი იღუმენია გახდა იულიანია. ეს იყო პირველი დედათა მონასტერი ქალაქში. XVI საუკუნეში მონასტერი გადაიტანეს კრემლის ახლოს (ამჟამად მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი). შემდეგ იგი კიდევ ერთხელ გადაიტანეს ამჟამად კრასნოე-სელოში. ეს მოხდა 1837 წლის 17 ოქტომბერს. 1842 წელს მიტროპოლიტ ფილარეტის გადაწყვეტილებით მონასტრის ტერიტორიაზე გახსნეს სასაფლაო.
მონასტრის მაცხოვრებლები სხვადასხვა სქმიანობით დაკავდნენ:ოქროს ნაქარგობა, ხაწერა, ხელსაქმე. მონასტრის შენობების რიცხვმა XX საუკუნის დასაწყისში მიაღწია 42-ს მათ შორის ოთხი ტაძარი: ჯვართამაღლების, ალექსი ღვთისკაცის (საქართველოს ღვთისმშობლის ხატისა და პავლე ლატრიელის სახელობის ეგვტერებით), ყველა წმინდანის ტაძარი (ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეგვტერით) და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრები. მათგან შემორჩენილია მხოლოდ ალექსი ღვთისკაცისა და ყველაწმინდის ტაძრები.
1871 წელს მონასტერთან გაიხსნა რუსეთის ისტორიაში პირველი ქალთა სასწავლებელი სამხრეთის სლავებისათვის: სერბების, ბულგარელებისა და მონტენეგროელებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერში გაიხსნა სკოლა-ინტერნატი ღარიბი გოგონებისათვის. 1907 წლისთვის ნოვო-ალექსეევკის მონასტერში ცხოვრობდა 51 მონაზონი და 24 მორჩილი.
1926 წელს მონასტერი გაანადგურეს. მის ადგილზე გაიყვანეს ავტობანი. ჯვართამაღლების ეკლესია დაიმალა თევზის მრეწველობის ინსტიტუტის შენობებს შორის. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი დაანგრიეს. 1930-იან წლებში კი საბოლოოდ განადგურეს სასაფლაო. მონასტრის უკანასკნელი ღვთისმსახური იყო დიაკვანი ალექსი ათონელი.
1991 წელს შემორჩენილ ყველა წმინდანის ტაძართან ჩამოაყალიბეს მრევლი. 2012 წელს სამონასტრო ტემი ჩამოყალიბდა, რომელიც 2013 წლისთვის მოითვლიდა 20 დედაოს.
2013 წლის 16 ივლისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აღსდგა მონასტერი, როგორც სტავროპიგიალური დედათა მონასტერი.
მონასტრის ტაძრები
რედაქტირებაალექსი ღვთისკაცის ტაძარი
რედაქტირებაალექსი ღვთისკაცის ტაძარი ააგეს კრასნოე-სელოში 1853 წელს, ერთ-ერთ უძველეს მოსკოვისპირა სოფელში, რომელიც ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში არსებობდა. პირველი ისტორიული წყარო რომელშიც კრასნოე-სელო მოიხსენიება მიეკუთვნება 1480 წელს. 1837 წელს მოსკოვის ცენტრიდან გარეუბანში გადაიტანეს ალექსეევის მონასტერი. მონასტრის პირველი ეკლესია გახდა ადგილობრივი ჯვართამაღლების ეკლესია, რომლის ეგვტერიც ნაკურთხი იყო ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1841 წელს აკურთხეს მეორე ეგვტერი ალექსი ღვთისკაცის სახელზე.
როგორც ალექსეევის ისე ნოვო-ალექსეევის მონასტრის მთავარი ეკლესია გახდა ალექსი ღვთისკაცის ტაძარი.
1853 წელს მონასტრის ცენტრში ააგეს ალექსი ღვთისკაცის სახელობის ტაძარი. პროექტის ავტორი გახდა ცნობილი მოსკოველი არქიტექტორი მიხეილ ბიკოვსკი. მისივე პროექტით ააშენეს სამრეკლოც.
ტაძრის ფასადი საკმაოდ მდიდრული იყო. იგი შესრულებული იყო XVI-XVII საუკუნეების ძველი რუსული ხუროთმოძღვრების მოტივებზე. ტაძრის გუმბათი დეკორატიული ატიკებითაა შემკული. ასევე მდიდრულადაა შემკული ტაძრის ინტერიერიც. ტაძარში ძველი მონასტრიდან გადმოიტანეს ტიხვინის, საქართველოსა[1] და მკურნალი ღვთისმშობლის ხატები[2]. ბოლო ორი ხატი ტაძრის დახურვის შემდეგ გადაიტანეს ქრისტეს აღდგომის ტაძარში სოკოლნიკზე.
1899 წელს არქიტექტორ ალექსანდრე ლატკოვის პროეტის მიხედვით მოხდა ტაძრის რეკონსტრუქცია. ხის იატაკი შეიცვალა, დააგეს მეტლახის ფილები, დაამზადეს ახალი კანკელი, რომელზეც განათავსეს ტ. ტიურინის დაწერილი ახალი ხატები[3].
1926 წელს ალექსეევის მონასტერი დახურეს და ყველა მისმა მოსახლემ იძულებით დატოვა მონასტერი. XX საუკუნის დასაწყისისათვის მონასტერში ოთხი ტაძარი არსებობდა: ჯვართამაღლების, ალექსი ღვთისკაცის, ყველაწმინდისა და მიქაელ მთავარანგელოზის. ამათგან საბჭოთა პერიოდს გადაურჩა მხოლოდ ორი: ყველაწმინდისა და ალექსი ღვთისკაცის. ალექსი ღვთისკაცის ეკლესია გადააკეთეს პიონერთა სახლად, ხოლო ყოფილი სასაფლაოს ადგილზე მოაწყვეს პიონერთა პარკი.
1991 წელს ალექსი ღვთისკაცის ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამავე წელს ტაძარში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 2002 წლის 25 ნოემბერს აღსდგა ღვთისმსახურება. 2006 წელს ტაძარი გახდა საპატრიარქო მეტოქი[3].
ჯვართამაღლების ტაძარი
რედაქტირებაჯვართამაღლების ტაძარი ააგეს 1692 წელს. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია გამოიყენებოდა როგორც სამოქალაქო ნაგებობა და სრულიად დაკარგა თავისი პირვანდელი სახე. ტაძრის შენობა და ახლომდებარე ნაგებობები გამოიყენებოდა თევზის მრეწველობისა და ოკეანოგრაფიის ინსტიტუტისთვის.
ალექსი უფლისწულის ეკლესია
რედაქტირებაალექსი უფლისწულის სახელობის ეკლესია მდებარეობდა მოხუცთა თავშესაფართან. ამჟამად მასში განთავსებულია მოხუცთა თავშესაფარი. მიეკუთვნება ყველაწმინდანის ტაძარს. გადააკეთეს 1990-იან წლებში.
მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
რედაქტირებამიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია ააშენეს 1879 წელს არქიტექტორ მიხეილ ბიკოვსკის პროექტის მიხედვით. მშენებლობის 100 წლისთავზე იგი დაანგრიეს და მის ადგილზე ააგეს საცხოვრებელი სახლი.
ყველაწმინდის ტაძარი
რედაქტირებამოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი ააგეს კრასნოე-სელოში 1853 წელს, ერთ-ერთ უძველეს მოსკოვისპირა სოფელში, რომელიც ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში არსებობდა. პირველი ისტორიული წყარო რომელშიც კრასნოე-სელო მოიხსენიება მიეკუთვნება 1480 წელს. 1837 წელს მოსკოვის ცენტრიდან გარეუბანში ალექსეევის მონასტერი. 1887-1891 წლებში ახალ სასაფლაოზე ააშენეს ყველა წმინდანის ტაძარი, რომლის ეგვტერიც იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ნაკურთხი.
XX საუკუნის დასაწყისში ნოვო-ალექსეევკის მონასტერში ოთხი ტაძარი არსებობდა: ჯვართამაღლების, ალექსი ღვთისკაცის, ყველაწმინდისა და მიქაელ მთავარანგელოზის. ამათგან საბჭოთა პერიოდს გადაურჩა მხოლოდ ორი: ყველაწმინდისა და ალექსი ღვთისკაცის.
ყველა წმინდანის სახელობის ტაძარს გამოიყენებდნენ როგორც არქივს. ალექსი ღვთისკაცის ეკლესია გადააკეთეს პიონერთა სახლად, ხოლო ყოფილი სასაფლაოს ადგილზე მოაწყვეს პიონერთა პარკი.
1991 წელს ყველა წმინდანის ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამავე წელს ტაძარში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 1990 წელს ეკლესიასთან გაიხსნა სალავური გიმნაზია (სკოლა № 1305).
ამჟამად ტაძართან მოქმედებს თავშესაფარი კარის ეკლესიით (გაიხსნა 1994 წელს), საკვირაო სკოლა (1991 წლიდან), საეკლესიო-სამრევლო სკოლა (1995 წლიდან), ხატწერის სახელოსნო (1995 წლიდან), საქველმოქმედო ფონდი „ართოსი“ (2002 წლიდან).
ნეკროპოლი
რედაქტირებაგამოჩენილი ადამიანების საფლავების რაოდენობის მიხედვით, ნოვო-ალექსეევკის სამონასტრო კომპლექსი ბევრად აღემატებოდა მოსკოვის სხვა მონასტრებს. აქ მდებარეობდა ისტორიკოსების პეტრე ბარტენევისა და ალექსანდრე ვალტმანის საფლავები, აქ განისვენებდა პუბლიცისტი და გამომცემელი მიხაილ კატკოვი, პოეტი ალექსი ჟემჩუჟნიკოვი, მემუარისტი ფილიპ ვიგელი, არქიტექტორი ალექსანდრე კამინსკი, მხატვრები სერგეი ზარიანკო და ილარიონ პრიანიშნიკოვი, ფიზიკოსი პეტრე ლებედევი, განმანათლებლი ალფონს შანიავსკი, მეცენატი ნადეჟდა ფონ მეკი. სასაფლაოზე აღმართული იყო ვაჭარ კოტოვებისა და ალექსეევების სარკოფაგი. ასევე აბრიკოსოვების, პერლოვების, ოლოვიავიშნიკოვების და შუსტოვების საგვარეულო სასაფლაოები. ნეკროპოლი 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Найденов Н. А. Москва. Соборы, монастыри и церкви. Ч. IV: Местность за Земляным городом. — М., 1883. — № 8.