ნოვოჩერკასკის სამხედრო-ავტომობილისტების ძეგლი
ნოვოჩერკასკის სამხედრო-ავტომობილისტების ძეგლი (რუს. Памятник воинам-автомобилистам) — ძეგლი ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა 2004 წელს.
ნოვოჩერკასკის სამხედრო-ავტომობილისტების ძეგლი რუს. Памятник воинам-автомобилистам | |
---|---|
მდებარეობა | ნოვოჩერკასკი, რუსეთის ფედერაცია |
დასრულების თარიღი | 2000-2004 |
მდგომარეობა | კარგი |
ისტორია
რედაქტირებანოვოჩერკასკის სამხედრო-ავტომობილისტების ძეგლი მვებარეობს როსტოვისა და სილიკატნაიას ქუჩების გადაკვეთაზე. ძეგლი გაიხსნა 2004 წლის ოქტომბერში ავტომობილისტების დღეს.
ავღანეთის კამპანიის წლებში და ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტული კამპანიის პერიოდში სამშობლოში ვერ დაბრუნდა ნოვოჩერკასკის საავტომობილო ბატალიონის 10 სამხედრო მოღვაწე. ჩეჩნეთის ქალაქ არღუნთან ახვრიტეს ფედერალური ძალების კოლონა. რამდენიმე მანქანის საჭესთან ისხდნენ ნოვოჩერკასკული ავტობატალიონის მებრძოლები. ძეგლი გაიხსნა ავღანეთში და ჩეჩნეთში დაღუპული ავტომობილისტების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად.
ძეგლის პროექტი შეიქმნა როსტოვის ინსტიტუტში „დონპროექტი“ და შეუთანხმეს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას. ძეგლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს საავტომობილო ბატალიონის წარმომადგენლებმა.
აღწერა
რედაქტირებანოვოჩერკასკის სამხედრო-ავტომობილისტების ძეგლი ეს არის ბეტონის ნაგებობა,, რომელსაც თაღის ფორმა აქვს. თაღის შიგნით ჩამოკიდებულია ოქოროსფერი ზარი. მის ზემო ნაწილში დამაგრებულია მართლმადიდებლური ჯვარი, ქვემო ნაწილში დამაგებულია სამი დაფა და საავტომობილო ნაწილის ემბლემა. ერთ-ერთ ფილაზე წარწრაა: „დაღუპულ სამხედრო-ავტომობილისტებს“, ხოლო ორ დანარჩენ ფილაზე დაწერილია დაღუპული ავტომობილისტების სია დაღუპვის თარიღის მიხედვით: ვ. ი. ბეზროდნი (1982), ვ. ა. ბილიაკაევი (1982), ს. ნ. გავრილოვი (1994), ი.ი. ბერეჟპოლოვი (1995), ი. ა. ტრეტინა (1995) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новочеркасск. Энциклопедия. Новочеркасск. Изд. Новопринт. 2005. ISBN 5-94549-006-7.