ნოვოსიბირსკის მეტროპოლიტენი
ნოვოსიბირსკის მეტროპოლიტენი — ჩქაროსნული ტიპის მიწისქვეშა ტრანსპორტი ნოვოსიბირსკში, მეოთხე მეტროპოლიტენი რუსეთში.
ნოვოსიბირსკის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქი | ნოვოსიბირსკი |
გახსნის თარიღი | 7 იანვარი 1986 წ. |
ხაზის სიგრძე | 16 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 13 |
ხაზთა რაოდენობა | 2 |
მგზავრები დღეში | 211,8 ათ. |
მგზავრები წელიწადში | 77,5 მლნ. |
ხაზების სქემა | |
2009 წლის მონაცემებით ნოვოსიბირსკის მეტროპოლიტენი მოიცავს 2 ხაზზე განლაგებულ, 12 სადგურს. პირველად, 5 სადგურისგან შემდგარ რეგიონს ექსპლუატაცია გაეწია 1986 წლის 7 იანვარს. ექსპლუატირებული რეგიონის სიგრძე — 14.3 კმ.-ია. საშუალოდ მგზავრთა ნაკადი თვიურად შეადგენს - 236,7 ათ. ადამიანს (2008 წლის ოქტომბრის მონაცემებით).
მგზავრობის ღირებულება
რედაქტირება2008 წლის მარტის შუა რიცხვებიდან მგზავრობის ღირებულება 12 რუბლს შეადგენს (იგივე გადასახადია დაწესებული ბარგის გადატანისთვისაც). ერთჯერადი სამგზავრო ჟეტონები მეტროს სალაროებსა და ჟეტონების გასაყიდ აპარატებში იყიდება. ასევე გამოიყენება სისტემა „ნოვოსიბირსკი — ელექტრონული სამგზავრო“, რომელიც ქალაქის ყველა სახეობის ტრანსპორტზე ვრცელდება. (სამარშრუტო ტაქსები?). სისტემის ფარგლებში მოქმედებს: „ერთიანი სატრანსპორტო ბარათი“, „სტუდენტური ბარათი“ და „სოციალური ბარათი“.
მგზავრობის თავდაპირველი ღირებულება 5 კაპიკი იყო.