ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის ყაზანის ეკლესია
ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის ყაზანის ეკლესია (რუს. Казанская церковь Воскресенского Новодевичьего монастыря) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე, სანქტ-პეტერბურგის მოსკოვის რაიონში, ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის ტერიტორიაზე.
ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის ყაზანის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°53′54″ ჩ. გ. 30°19′19″ ა. გ. / 59.89833° ჩ. გ. 30.32194° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეობიზანტიური სტილი |
თარიღდება | XX საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ტაძარი
რედაქტირებანოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში პირველი ტაძარი იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხის ეკლესია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს 1848 წლის 13 სექტემბერს. შენობა ააგეს ნიკოლაი ეფიმოვის პროექტის მიხედვით. ამავე წლის 22 ოქტომბერს ეკლესია აკურთხა რეველის ეპისკოპოსმა ნათანიელმა. 20 წლის შემდეგ, 1869 წელს ეკლესიას ქვის საფუძველი ჩაუსხეს. თავად ეკლესია გაარემონტეს.
თანამედროვე ეკლესია
რედაქტირებადროთა განმავლობაში ხის ეკლესია საკმაოდ შევიწროვდა, გარდა ამისა, იგი მუხერხებლად იდგა მონასტრის საავადმყოფოსა და სამეურნეო ეზოს შორის, ამიტომ გადაწყდა 1906 წელს, იგი შეეცვალათ უფრო დიდი ქვის ეკლესიით. ახალი აგურის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარა მიტროპოლიტმა ანტონიმ 1908 წლის 21 ივნისს და შენდებოდა არქიტექტორ ვასილი კოსიაკოვის პროექტის მიხედვით. მშენებლობისათვის თანხები გამოყვეს ვაჭრებმა პანტელეევებმა და კაშინცევებმა. 1912 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა და დაიწყო ინტერიერის მოხატვა, რასაც ხელმძღვანელობდა მხატვარი თომა რაიალინი. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში უსახსრობისა და ასევე დამკვეთსა და აღმასრულებელს შორის კამათის გამო 1915 წლის ზაფხულში სამუშაოები შეწყდა. შედეგად, ტაძარი ღვთისმშობლის ხატის სახელზე აკურთხეს 1917 წელს. 1920-იან წლებში ღვთისმსახურება მიმდინარეობდ როგორც ახალ, ასევე ძველ ეკლესიებში.
ტაძრის დახურვის მცდელობა დაიწყო ჯერ კიდევ 1923 წელს, როცა მას ფლობდნენ ობნოვლენცები. საბოლოოდ, საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1927 წლის ივლისში, ძველი ხის ეკლესია კი დახურეს 1929 წელს და დაანგრიეს. მცირე ხნის განმავლობაში ქვის ეკლესიის ნაგებობა არ გამოიყენებოდა. 1929 წელს კი მასში განათავსეს საწყობი. დიდი სამამულო ომის შემდეგ შენობა გადაეცა ელექტრომანქანათსამშენებლო საწარმოს. 1950-იან წლებში მიიღეს ეკლესიის აფეთქების გადაწყვეტილება, მაგრამ ტექნიკური სირთულეების გამო გადაწყვეტილება შეცვალეს.
1990 წლის დეკემბრიდან 1994 წლის ოქტომბრამდე ტაძარში განთავსდა რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ამავდროულად 1992 წელს ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს გადასცეს. ამავე წლის 15 მარტს იგი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის სახელზე. დაიწყო რესტავრაცია. 1995 წელს ეკლესია გადაეცა აღდგენილ მონასტერს. თავად ტაძარი აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 2002-2004 წლებში ტაძარში მიმდინარეობდა სრული რესტავრაცია.
არქიტექტურა
რედაქტირებააგურის შენობა აგებულია ნეობიზანტიურ სტილში და ჩამოჰგავს კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძარს.
ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი: მთავარი ნაკურთხია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ჩრდილოეთისა - ღვთისმშობლის ხატის „დერჟავნაიას“ სახელზე და სამხრეთისა - სერაფიმ საროველის სახელზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Зодчий. — 1911. — Вып. 27. — С. 295.
- Антонов В. В., Кобак А. В. Святыни Санкт-Петербурга: Христианская историко-церковная энциклопедия. — СПб: Лики России, 2003. — ISBN 5-87417-114-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Казанский храм на сайте Новодевичьего монастыря დაარქივებული 2015-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Казанская церковь на сайте Citywalls დაარქივებული 2018-05-14 საიტზე Wayback Machine.