ნოდარ ჯალაღონია

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯალაღონია.

ნოდარ დიმიტრის ძე ჯალაღონია (დ. 16 ივნისი, 1934, ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი) — ქართველი პოეტი.

ნოდარ ჯალაღონია
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1934(1934-06-16) (89 წლის)
დაბადების ადგილი ხაბუმე, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი (1960 წ) და მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული მწერალთა უმაღლესი ორწლიანი კურსები (1969). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს. პირველი წიგნი 1959 წ. ძირითადი პოეტური კრებულები: „სიმაღლე“ (1964 წ), „ხმა“ (1972 წ), „ლექსები“ (1974 წ), „ყვავილების მიწა“ (1980 წ), „კამერტონი“ (1983 წ), „გზები და დღეები“ (1984 წ). ჯალაღონიას ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ და ოსურ ენებზე.

ლიტერატურა რედაქტირება