ნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1988, ბაკურიანი, საქართველო — გ. 12 თებერვალი, 2010, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) — ქართველი მოციგავე, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს.
ნოდარ ქუმარიტაშვილი | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | ნოდარ ქუმარიტაშვილი |
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1988 |
დაბ. ადგილი | ბაკურიანი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 12 თებერვალი, 2010 (21 წლის) |
გარდ. ადგილი | ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა |
სიმაღლე | 179 სმ |
წონა | 80 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპორტი | ციგაობა |
მწვრთნელი | ფელიქს ქუმარიტაშვილი |
გარდაცვალება და გამოხმაურება
რედაქტირება2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუ, რომელსაც დაცემისას ტვინის შერყევა დაუდგინეს და ექიმებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს[1].
ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას. ქუმარიტაშვილმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნოში სწორად შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო ყველა მცდელობის მიუხედავად, ციგის მართვა დაკარგა, – ნათქვამია ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIL) ერთობლივ განცხადებაში[1].
17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც სპორტსმენი გერმანიის ქალაქ მიუნჰენიდან გადმოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04.00 საათზე დაეშვა[2]. 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს[3].
ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბაკურიანის საკრებულომ მიიღო[2].
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა. სხვა სპორტსმენები არიან:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნოდარ ქუმარიტაშვილი
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნოდარ ქუმარიტაშვილი“ ვიკისაწყობში.
- FIL-Luge-ის პროფილი: ნოდარ ქუმარიტაშვილი საიტზე Wayback Machine (archived 11 April 2015)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სტარტის წინ სპორტსმენმა ანდერძი უნდა დაწეროს და ისე დაეშვას – presa.ge; წაკითხვის თარიღი: 17.02.2010
- ↑ 2.0 2.1 ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს[მკვდარი ბმული] – ambebi.ge; წაკითხვის თარიღი 17.02.2010
- ↑ ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელი ბაკურიანში დაკრძალეს დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. – civil.ge; წაკითხვის თარიღი 20.02.2010