ნოდარ ვარლამის ძე გურეშიძე (დ. 10 მარტი, 1927, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 ოქტომბერი, 2004, თბილისი) — ქართველი პოეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1950). იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი (1966-1967), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1971-1973), მწერალთა კავშირის ლიტერატურული ფონდის დირექტორი (1987–1989), საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე (1989–2001), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე (2001-2003). ლექსებს აქვეყნებდა 1946 წლიდან. გურეშიძე ავტორია პოეტური კრებულებისა: „ჩემი გაზაფხული“ (1955), „შინ და გარეთ“ (1959), „მიწა და ვარსკვლავები“ (1962), „ლექსები“ (1965, 1967, 1974, 1984), „გუშინ, დღეს, ხვალ“ (1974), „გზა“ (1985), „სამადლობელი“ (1986), „კი და არა“ (1989) და სხვ.; პროზაული ნაწარმოებებისა: „მეგობრობის თვალით“ (1956), „დღეები და ქალაქები“ (1964). თარგმნა უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, მ. შ. უნგრელი მწერლის იმრე მადაჩის დრამატული პოემა „ადამიანის ტრაგედია“ (1984). მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტერატურა

რედაქტირება