ნოდარ გრიგალაშვილი

1958-2014 Writer, Philologist.; born 3 May, 1958; ; died 31 March, 2014

ნოდარ გრიგალაშვილი (დ. 3 მაისი, 1958, სოფ. ყვიბისი, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მარტი, 2014) — ქართველი მწერალი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

ნოდარ გრიგალაშვილი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1958
დაბადების ადგილი ყვიბისი, ბორჯომის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 2014 (55 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი. 1981-1987 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. გრიგალაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი. 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1981-1987 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი. 1984-1988 წლებში ალმანახ „კრიტიკის“ განყოფილების გამგე. 1987-1990 წლებში გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. 1990-1998 წლებში გაზეთ „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. 1998 წლიდან „ახალი საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ჟურნალ „ცისკრის“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბორჯომის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბორჯომის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება