ნოდარ ბოხუა
ნოდარ კაზიმირის ძე ბოხუა (დ. 27 დეკემბერი, 1941 — გ. 24 მარტი, 1995) — ქართველი ქირურგ-ანგიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1985). საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982). საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).
ნოდარ ბოხუა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1941 სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
24 მარტი, 1995 (53 წლის) თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების მიზეზი | სროლის შედეგად |
დაკრძალულია | ვერის სასაფლაო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ→ საქართველო |
ალმა-მატერი | ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი |
პროფესია | ანგიოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებანოდარ ბოხუამ დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან თბილისში განაგებდა სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკურ ცენტრს, ერთდროულად 1988–90 წლებში იყო სსრკ-არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნიერო-პრაქტიკული და სასწავლო ცენტრის „ანგიოს“ გენერალური დირექტორი.[1]
შექმნა ახალი მიმართულება კლინიკურ ანგიოლოგიაში. სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია იტალიის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედლით.[1]
1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში ნოდარ ბოხუამ დააარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1980 წელს რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი.[2] 6 გამოგონებისა და მრავალი რაციონალური წინადადების ავტორია. შეისწავლიდა გულის იშემიური დაავადების, ვაზორენალური ჰიპერტონიის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, მამაკაცთა სისხლძარღვოვანი იმპოტენციის, რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის საკითხებს. დანერგა სისხლძარღვთა შუნტირების მრავალი ოპერაცია და სხვა.[1]
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნოდარ ბოხუა ტრაგიკულად დაიღუპა 53 წლის ასაკში, 1995 წლის 24 მარტს.[3] მისი სახელობისაა სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი. თბილისში არის ნოდარ ბოხუას ქუჩა.[4]
თხზულება
რედაქტირება- მამაკაცთა არტერიული იმპოტენციის დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა, «საბჭოთა მედიცინა», 1989, №4.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 476–477.
- ↑ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი
- ↑ ეს ამბავი 1995 წლის 24 მარტს მოხდა და პროფესორ ნოდარ ბოხუას სიცოცხლე შეეწირა![მკვდარი ბმული]
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 36, ISBN 978-99928-20-35-3.