ნოდარ ახალკაცი (უმცროსი)
ნოდარ ახალკაცი (დ. 14 იანვარი, 1976[1]) — ქართველი იურისტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005 წლის 11 ივნისიდან 2009 წლის 17 სექტემბრამდე.[2][3] თბილისის დინამოს მწვრთნელის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის ვაჟი. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის ქალაქების-რეგენსბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილების გამგის მოადგილედ, ფედერაციის წარმომადგენლად ევროპის ქვეყნებში, თბილისის საფეხბურთო კლუბ „ამერის“ მენეჯერად.