ნოდარ ასათიანი
ნოდარ ასათიანი (დ. 8 იანვარი, 1931, თბილისი — გ. მარტი, 2013) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989 წ.), პროფესორი (1986 წ.).
ნოდარ ასათიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 იანვარი, 1931[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | მარტი, 2013 (82 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე დოცენტად, პრფესორად, კათედრის გამგის მოადგილედ. 1959 წლიდან აქვე კითხულობდა ლექციებს. 1976–1987 წლებში არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად. მისი ხელმძღვანელობით ისტორიის ფაკულტეტზე შეიმუშავეს ახალი სასწავლო პროგრამა ქართველოლოგიური საგნების გაძლიერებული სწავლებით. 1988–1992 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის საქართველოს ისტორიის სამეცნიერო რედაქციის გამგე, 1993 წლიდან კონსულტანტი. 1991 წელს აირჩიეს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საქართველოს ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგედ.
იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ურთიერთობებს, მონაწილეობდა საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს მომზადებაში. არის საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. ორჯერ არის დაჯილდოებული ივანე ჯავახიშვილის მედლით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 226-227.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.