ნობუჰირო ვაცუკი

(გადამისამართდა გვერდიდან ნობუჰირო ვატსუკი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნობუჰირო ვაცუკი (იაპონ. 和月伸宏; დ. 26 მაისი ,1970, ტოკიო, იაპონია) — იაპონელი მანგაკა.

იაპონ. 和月伸宏
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1970(1970-05-26)[1] [2] [3] (54 წლის)
დაბადების ადგილი ნაგაოკა
საქმიანობა მანგაკა, ილუსტრატორი, ტელე პროდიუსერი და სცენარისტი
მოქალაქეობა  იაპონია
Magnum opus Rurouni Kenshin
მეუღლე Kaoru Kurosaki

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1970 წლის 26 მაისს, ტოკიო, იაპონიაში. იგი მწერალია ცნობილი, როგორც Rurouni Kenshin Part I: Origins (2012), Rurouni Kenshin: Final Chapter Part II - The Beginning (2021) და Rurouni Kenshin: Final Chapter Part I - The Final (2021)-ის შემქმნელად. იგი დაქორწინებულია კაორუ კუროსაკისთან[4]. მის ადრეულ წლებში იგი ვარჯიშობდა კენდოში. იგი ხატავდა მანგას, მაგრამ ასევე უყვარდა სპორტი, თუმცა კენდოს მატჩი არასოდეს მოუგია. მომავალში კი დანებდა, რადგან იმედგაცრუებული იყო და კენდო მიატოვა.[5]

ნამუშევრები

რედაქტირება

Podmark იყო დაწერილი ვაცუკის მიერ სკოლაში, როდესაც დადიოდა, რომელმაც ააღებინა Hop Step award.

Rurouni: Meiji Swordsman Romantic Story არის ორი მოკლე მანგას სახელი, რომლებიც წინ უძღოდა Rurouni Kenshin-ის გამოქვეყნებას Weekly Shōnen Jump-ში.

Rurouni Kenshin არის ვაცუკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი.

Kenshin Kaden არის მოკლე წიგნი, რომელიც მოიცავს მოკლე მოთხრობას, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი რუროუნი კენშინის ყველა პერსონაჟის ბედს ისტორიის დასრულების შემდეგ.

Meteor Strike არის მოკლე მოთხრობა, რომელიც დაიწერა Shōnen Jump მხატვრების კონკურსისთვის. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის თავგადასავალს, რომელსაც თავში მეტეორი დაეცა და ზეადამიანურ ძალებს შეითვისებს, საბოლოოდ კი თავის ქალაქს ნუკლეარულ კატასტროფისგან გადაარჩენს.

Gun Blaze West არის ვაცუკის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელშიც მოქმედება ხდება შეერთებულ შტატებში 1800-იან წლებში, სამი მთავარი გმირი ეძებს იარაღის სამოთხეს "Gun Blaze West"-ს. სამი ვოლიუმის შემდეგ გაუქმდა.

Buso Renkin-ს ააქვს 10 ვოლიუმი.

Embalming -DEAD BODY AND BRIDE არის მანგა დაწერილი "Jump the Revolution!" გაზეთისთვის 2005 წელში. იგი თავის საფუძველს იღებს ფრანკენშტაინის იდეიდან მიცვალებულთა გაცოცხლების შესახებ. ის ჩართულია ბუსო რენკინის ბოლო ვოლიუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Nobuhiro Watsuki Podmark
  • Nobuhiro Watsuki Rurouni: Meiji Swordsman Romantic Story, Shueisha
  • Nobuhiro Watsuki Rurouni Kenshin 1994, Shueisha
  • Nobuhiro Watsuki Kenshin Kaden 1999, Shueisha
  • Nobuhiro Watsuki Meteor Strike, Shueisha
  • Nobuhiro Watsuki Gun Blaze West, Shueisha
  • Nobuhiro Watsuki Buso Renkin, Shueisha
  • Nobuhiro Watsuki Embalming -DEAD BODY AND BRIDE 2005, Shueisha

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lambiek ComiclopediaLambiek, 1999.
  2. BD Gest'
  3. Babelio — 2007.
  4. imdb
  5. Watsuki, Nobuhiro. "The Secret Life of Characters (3) Myōjin Yahiko," Rurouni Kenshin Volume 1. Viz Media. 103.