ნიფონტი II (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
ნიფონტი II — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1486–1488, 1497–1498 და 1502 წწ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 11 აგვისტო, ახალი სტილით - 24 აგვისტო.
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა ბერად. მოძღვრის, ანტონის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მას ეპყრა: თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრები... უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმინდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა: ჯერ ვათოპედის მონასტერში იღვწოდა, შემდეგ კი - იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა, მაგრამ უფალმა ღვთაებრივი გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ, როცა შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმიდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს. მიუხედავად ამისა, მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისაგან: თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს.
წმინდა მამა 1515 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი: სიმონ I (მესამედ) |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1486 – 1488 |
შემდეგი: დიონისე I (მეორედ) |
წინამორბედი: მაქსიმე IV |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1497 – 1498 |
შემდეგი: იოაკიმ I |
წინამორბედი: იოაკიმ I |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1502 – 1502 |
შემდეგი: პახომი I |