ნისანი (თვე)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ნისანი (თვე) (ებრ. נִיסָן ებრაული კალენდარის სამოქალაქო წლის მეშვიდე თვე (მერვე თვე ნაკიან წლებში) და რელიგიური წლის პირველი თვე. სახელწოდება მომდინარეობს ბაბილონიდან. თორაში და ძველი აღთქმის ქართულ თარგმანებში ნისანის თვეს ეწოდება „აბიბი“ (ან ავივი), რაც ნიშნავს ქერის თავთავის მწიფობის დროს. ესთერის წიგნში კი უკვე გვხვდება „ნისანი“. ეს თვე დგება გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ და გრიგორიანული კალენდარის მიხედვით მარტს ან აპრილს შეესაბამება.
ნისანის დღესასწაულები
რედაქტირება- 14 ნისანი - მარხვა პირველშობილთა ხსნისათვის (თუ შაბათი დღე დაემთხვევა - 12 ნისანი)
- 15-21 ნისანი - ფესახი (დამატებით 22 ნისანი ებრაული დიასპორისათვის)
- 27 ნისანი - იომ ჰაშოა (თუ შაბათის დაემთხვა - 26 ან 28 ნისანი)
მნიშვნელოვანი თარიღები
რედაქტირება7 ნისანი (1273 ძვ.წ.) - მსტოვრები იერიხონში
მოსეს გარდაცვალებიდან (7 ადარი) 30 დღის შემდეგ იესო ნავეს ძემ ორი მსტოვარი გააგზავნა მდინარე იორდანეს გაყოლებით იერიხონისაკენ. მზვერავებს უნდა მოეგროვებინათ ინფორმაცია, რომელიც საჭირო იყო წმინდა საომარი მოქმედებებისათვის. იერიხონში მათ დაეხმარათ იქ მცხოვრები ქალი რახაბი.
10 ნისანი (1274 ძვ.წ.) - მირიამის გარდაცვალება
მოსეს და მირიამი გარდაიცვალა 126 წლის ასაკში, 2487 წელს ებრაული კალენდრით, ეგვიპტიდან გამოსვლიდან 39 წლის შემდეგ და 1 წლით ადრე, ვიდრე ებრაელი ხალხი წმინდა მიწაზე დაბრუნდებოდა.
10 ნისანი (1273 ძვ.წ.) - მდინარე იორდანეს გადალახვა
იესო ნავეს ძის მსტოვრები დაბრუნდნენ იერიხონიდან. ისრაელები დაიძრნენ, მათ წინაშე იორდანე გაიპო, ისე როგორც წითელი ზღვის წყალი გაიპო 40 წლის წინათ ეგვიპტიდან გამოსული მათი მამების წინაშე (იესო 4)
15 ნისანი (1713 ძვ.წ.) - ისააკის დაბადება
უფალმა შესმინა აბრაამის ლოცვა და სარას შეეძინა ვაჟი ისააკი(დაბადება 21:1-6)
15 ნისანი (1313 ძვ.წ.) - გამოსვლა
უფალმა ეგვიპტელთა მონობიდან გაათავისუფლა ებრაელი ხალხი და მოსეს წინამძღოლობით წმინდა მიწისაკენ დააბრუნა.
26 ნისანი (1245 ძვ.წ.) - იესო ნავეს ძის გარდაცვალება
იესო ნავეს ძე (1355-1245 ძვ.წ.) იყო ებრაელთა წინამძღოლი მოსეს შემდეგ , იგი შეუძღვა წმინდა მიწაზე ებრაელ ხალხს.
28 ნისანი (1273 ძვ.წ.) - იერიქიონის დაცემა
ისრაელის ხალხმა წმინდა მიწაზე დაიბრუნა პირველი ქალაქი - იერიხონი, ციხე-გალავანით იყო გამაგრებული. შვიდი დღის განმავლობაში ებრაელები მწყობრად უვლიდნენ გარს ქალაქის კედლებს და უკრავდნენ საყვირებს - სოფარს. მეშვიდე დღეს ქალაქის გალავანი ჩაოინგრა. (იესო .6)
ებრაული კალენდრის თვეები | |||||||||||
თიშრი | ხეშვანი | ქისლევი | ტევეთი | შვატი | ადარი | ნისანი | იარი | სივანი | თამუზი | ავი | ელული |