ნიჟნი-ტაგილის სამების ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის სამების ტაძარი (რუს. Свято-Троицкий собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1877-1887 წლებში.
ნიჟნი-ტაგილის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 57°54′01″ ჩ. გ. 59°55′56″ ა. გ. / 57.90028° ჩ. გ. 59.93222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას და არის ნიჟნი-ტაგილის ეპარქიის საკათედრო ტაძარი.
ისტორია
რედაქტირება1745 წელს სტარობრიადცელების დიაკვანმა ანდრე რიაბინინმა ააგო ამ ადგილზე ხის სამლოცველო, რომელიც ოთხი წლის შემდეგ დაიწვა. ამის შემდეგ ძალიან მალევე, 1781 წელს რიაბინინმა მის ადგილზე ააგო დიდი ქვის სამლოცველო კელიებით, რომელიც განკუთვნილი იყო ქალი მორჩილებისათვის.
1837 წლის მაისში ურალს ესტუმრა სამეფო ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, რომელსაც მიუხედავად აკრძალვისა სტრაობირიადცებმა გადასცეს თხოვნა. მათ არ უთხოვიათ სამლოცველოს აშენება, მათი თხოვნა იყო მართლმადიდებლური მისიის შესუსტება. პეტიცია განიხილა ვ. სკრიპიცინმა, რომელიც იყო ტახტის მემკვიდრის სპეციალური წარგზავნილი ურალის ტერიტორიაზე. იგი 1837 წელს კიდევ ერთხელ ეწვია ნიჟნი-ტაგილს და განაცხადა, რომ მათი თხოვნა იყო არაკანონიერი და ტახტის მემკვიდრემ უარყო.
მართლმადიდებელი მისიონერების მოღვაწეობა გაძლიერდა და ბევრი სტაროობრიადელი ერთიან საწმუნოებას დაუბრუნდა. განსაკუთრებული აქტიური ამ საქმეში იყო ნიჟნი-ტაგილელი გლეხი ფიოდორ უტკინი. 1837 წლის 25 მაისს უტკინის მომხრეებმა მოითხოვეს სამლოცველოს დაბრუნება. 1840 წლის 20 თებერვალს ნიკოლოზ I-მა გასცა ბრძანება წმინდა სამების სახელობის სამლოცველოს ერთმორწმუნეებისათის გადაცემის შესახებ.
1841 წლის 27 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სამების სამლოცველო ეკლესიად გადაკეთდა და 1842 წლის 4 ივნისს აკურთხეს კიდეც. სამლოცველოს ადგილზე დაიწყეს ქვის ეკლესიის მშენებლობა. მთავარი სამების საკურთხეველი აკურთხეს 1885 წელს. მოგვიანებით ასევე აკურთხეს ეგვტერები: სამხრეთისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა 1886 წელს და ჩრდილოეთისა ღვთისმშობლის შობის სახელე 1887 წელს. 1894 წელს სამივე საკურთხეველი სიძველის გამო შეცვალეს.
1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ სამების ეკლესია დახურა. ეკლესიიდან მოხსნეს ჯვარი. სამრეკლოდან ჩამოხსნეს ზარები. ასევე დაანგრიეს კანკელი და კარიბჭეც. დიდი სამამულო ომის პერიოდში ტაძრის შენობას საწყობად გამოიყენებდნენ, ხოლო მოგვიანებით ავტოგარაჟად.
1991 წელს ეკლესია გადაეცა ეკატერინბურგის ეპარქიას. 1993 წლიდან ტაძრის აღდგენაზე მუშაობდნენ ეკატერინბურგელი მხატვრები მიხეილ ობორინი და ვიტალი იგნატევი. მათ შეიმუშავეს სამი კანკელის პროექტი. 1993 წლის გაზაფხულზე პირველი ზარები დაკიდეს სამრეკლოზე, ხოლო ზაფხულში ყველაზე დიდი ზარი დაკიდეს, რომლის წონაც 6 ტონა იყო. ზარი იყო სვერდლოვსკისა და კურგანის მთავარეპისკოპოს მელქისედეკის საჩუქარი. პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინეს 1992 წლის აღდგომას. 2000 წლის 22-26 სექტემბერს შედგა ურალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის პირველი ვიზიტი. ნიჟნი-ტაგილში იგი ესტუმრა წმინდა სამების მეტოქს. 2012 წლის 19 მარტს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიის დაარსების გამო ტაძარს საკათედროს სსტატუსი მიანიჭეს.