ნიჟნი-ნოვგოროდის აღდგომის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის აღდგომის ეკლესია (რუს. Воскресенская церковь) — საკათედრო, მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.
ნიჟნი-ნოვგოროდის აღდგომის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°18′51″ ჩ. გ. 43°58′43″ ა. გ. / 56.31417° ჩ. გ. 43.97861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | http://voskresenskiy.prihod.ru/ |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვიქტორ კოვალი |
თარიღდება | 1884[1]-1886[1] |
დეტალები
|
ისტორია
რედაქტირებააღდგომის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1884 წლის 6 მაისს[2]. მშენებლობა წარიმართა ნიჟნი-ნოვგოროდელი ვაჭრის ა. პრიეჟზევისა და ქალაქის საპატიო მოქალაქეების ვ. სობოლევისა და ი. კვარტალოვის ფინანსებით[1][3]. სამიარუსიანი სამრეკლოს მშენებლობაში გამოყენებულია ბიზანტიური არქიტექტურის ელემენტები. კანკელი მოოქროვილია და გადაწყვეტილია რუსულ სტილში.
1886 წლის 2 ივნისს[2] აკურთხეს მთავარი საკურთხეველი ქრისტეს აღდგომის სახელზე, ხოლო სამხრეთისა - მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის სახელზე[1]. ჩრდილოეთის საკურთხეველი აკურთხეს 1887 წლის 13 მაისს[2] ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ალექსანდრე რომაელის სახელზე[1] 1900-1912 წლებში ეკლესია გააფართოეს და მიაშენეს ახალი ნავები[3]. მიშენებული სამხრეთის საკურთხეველი 1912 წელს აკურთხეს სერაფიმ საროველის სახელზე[3].
1920 წელს ეკლესია დახურეს[1]. სამრეკლო და გუმბათი მოხსნეს და ეკლესია ნაწილობრივ გადააკეთეს[3]. ეკლესიაში განათავსეს კინოთეატრი, საწყობი. 1942 წლიდან 1990-იანი წლების შუა რიცხვებამდე ეკლესიაში განთავსებული იყო ხორბლის საწყობი.
ეკლესიის შენობა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას დაუბრუნეს 1999 წელს, ღვთისმსახურება აღსდგა ეკლესიის მინაშენში[1].
2004 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. 2005 წელს მოაშორეს დაშენება, შიდა დეკორაცია, გადახურეს და დააყენეს დროებითი კანკელი.
2010 წლიდან ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა ნიჟნი-ნოვგოროდის მთვარეპისკოპოსის გიორგის (დანილოვი) მეთვალყურეობის ქვეშ[4][5][6][7][8] . ივნისში და ივლისში მთავარეპისკოპოსმა საღვთო ლიტურგია აღავლინა ტაძარში[9][10].
2011 წლის 25 ივნისს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა გუმბათი და ჯვარი, ასევე სამრეკლო[11]. ივლისში ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან გადააბრძანეს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხატი[12]. ხატი სპეციალურად მონასტრისთვის დახატეს ათონის ბერებმა.
2014 წელს მცირე საკურთხევლები აკურთხეს სერაფიმ საროველისა და იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.
ეკლესიასთან ფუნქციონირებს საბავშვო საკვირაო სკოლა. 2009 წლის 16 თებერვლიდან ეკლესიის წინამძღვარია ვლადიმირ (ციბიშევი)[13][6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Храм Воскресения Христова. Приходы Нижнего Новгорода. Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- Описание и фотографии храма на сайте Свято-Троицкого Николаевского мужского монастыря დაარქივებული 2009-02-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Храм Воскресения Христова. Приходы Нижнего Новгорода. Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ 2.0 2.1 2.2 В храме в честь Воскресения Христова в Нижнем Новгороде продолжаются реставрационные работы (28 апреля 2006 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2011-01-02.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Церковь Воскресения Христова. temples.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Рукавишников, Андрей. (11 июня 2010 года) Архиепископ Георгий провел совещание о восстановлении Воскресенского храма в Нижнем Новгороде (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Рукавишников, Андрей. (11 июля 2010 года) Архиепископ Георгий провел совещание о восстановлении Воскресенского храма в Нижнем Новгороде (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ 6.0 6.1 Высоцкая, Светлана. (15 августа 2010 года) Состоялось очередное совещание о восстановлении церкви в честь Воскресения Христова в Нижнем Новгороде (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Жидков, Николай. (28 ноября 2010 года) Архиепископ Георгий провел совещание по восстановлению церкви Воскресения Христова в Нижнем Новгороде (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Жидков, Николай. (26 декабря 2010 года) Состоялось очередное совещание по восстановлению церкви в честь Воскресения Христова в Нижнем Новгороде (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Рукавишников, Андрей. (11 июня 2010 года) Архиепископ Георгий совершил Божественную литургию в храме в честь Воскресения Христова (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Рукавишников, Андрей. (11 июля 2010 года) Архиепископ Георгий совершил Божественную литургию в храме в честь Воскресения Христова (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-09. ციტირების თარიღი: 2010-12-26.
- ↑ Фалина, Татьяна. Архиепископ Георгий освятил купол, крест и колокола для колокольни восстанавливающегося Воскресенского храма (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2011-07-05.
- ↑ Высоцкая, Светлана. (9 августа 2011 года) Протоиерей Владимир Цыбышев: «Новая икона целителя Пантелеимона - точная копия утраченной святыни». Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
- ↑ Архиепископ Нижегородский и Арзамасский Георгий. Указ № 68 от 16 февраля 2009 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-08. ციტირების თარიღი: 2010-12-26.