ნიპიგონის ტბა
ნიპიგონის ტბა (ინგლ. Lake Nipigon) — ტბა კანადაში, ონტარიოს პროვინციაში. ფართობი 4848 კმ². წყლის დონე 260 მ სიმაღლეზეა. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. ნაპირები ძლიერ არის შეჭრილ-შემოჭრილი, ბევრია კუნძული. მაქსიმალური სიღრმე 165 მ. მიეკუთვნება დიდი ტბების სისტემას. ტბიდან გამოედინება მდინარე ნიპიგონი, რომელიც ერთვის ზემო ტბას. ნაპირები მეჩხრად არის დასახლებული. გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს მტკნარწყლიანი მყინვარისპირა ტბა — აგასისის რელიქტს. ინდიელთა ენაზე სახელწოდება ნიშნავს „ღრმას, სუფთა წყალს“. არის ყურეები.
ნიპიგონის ტბა | |
---|---|
ნიპიგონის ტბა | |
კოორდინატები: 49°50′ ჩ. გ. 88°30′ დ. გ. / 49.833° ჩ. გ. 88.500° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 260 მ |
ფართობი | 4848 კმ² |
მოცულობა | 248 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 54,9 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 165 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიპიგონის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)