დოდო მამფორია (დ. 10 აგვისტო, 1929, ხარაგაული) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ნინო ტაბატაძე
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1929 (1929-10-10) (95 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1953-1956 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის უნივერსიტეტის ასპირანტი ბიოქიმიის სპეციალობით; 1958-1968 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ბიოქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1984 წლებში ამავე უნივერსიტეტის ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1984 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბიოქიმიის, ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის პრობლემებს. ხელმძღვანელობდა ლაბორატორიის სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - 1962 წელს დაიცვა „ამონიაკის წარმოშობისა და აცილების გზების შესწავლა გულის კუნთში ექსპერიმენტული თირეოტოქსიკოზის დროს“.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • ბიოქიმიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1987 — შრომის ვეტერანის მედალი
  • 1977 — სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული
  • 1977 — კომუნისტური შრომის დამკვრელის საპატიო წოდება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 258

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება