ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინო მამისაშვილი (დ. 29 მარტი, 1934, თბილისი — გ. 10 იანვარი, 2021, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი და ფილოლოგი.

1951 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა, 1956 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957-1993 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში", ჯერ რედაქტორად, შემდეგ უფროს რედაქტორად, ხოლო 1979 წლიდან - რედაქციის გამგედ. მუშაობდა თარგმანის სფეროში - როგორც მხატვრული თარგმანის, ასევე სამეცნიერო-პოპულარული თარგმანის ჟანრში. მის თარგმანებს შორისაა ჯერალდ დარელის "მთვრალ ტყეში", ჯეი დაისის "ვაშინგტონის ისტორია", კორა სანდელის "მტვრიანი შარაგზის პირას", ან და სერჟ გოლონების "ანჟელიკა" და "ანჟელიკა ახალ სამყაროში", ი. კრიველევის "წიგნი ბიბლიაზე", ა. ვარშავსკის "ქალაქები საიდუმლოს გვიმხელენ", მ. არლაზაროვის "თქვენს სახელზე წერილია", ე. ველტისტოვის "ელექტრონა ბიჭი". მის მიერ თარგმნილი კორა სანდელის მოთხრობების კრებული "მტვრიანი შარაგზის პირას" ელექტრონული ფორმით არის გამოქვეყნებული ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" (2017). ნინო მამისაშვილს ეძღვნება და მის შესახებ მოგვითხრობს ქეთი ტოროტაძის წიგნები "ნინოს ცხოვრება" (2021) და "როცა მზე ჩადის" (2023).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება