ნინო მამამთავრიშვილი
ნინო მამამთავრიშვილი (დ. 30 ოქტომბერი, 1950, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).
ნინო მამამთავრიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1950 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ხოლო 1977 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
1973 წლიდან მუშაობს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში; 1977–1985 წლებში — უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გულის უკმარისობის განყოფილებაში. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის საკითხებს, გულის კუნთის დაავადებებს, გულის უკმარისობის აქტუალურ პრობლემებს. პრაქტიკულ მუშაობას ეწევა სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1979 წელს „იმუნოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა რევმატიული პროცესების აქტივობის შეფასებაში“; სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2004 წელს „რედოქს-სტატუსის როლი ენდოთელური დისფუნქციის განვითარებაში გულის უკმარისობის დროს“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 182
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 348