ნინო კლოპოტოვსკაია
ნინო კლოპოტოვსკაია (დ. 31 დეკემბერი, 1941 — გ. 30 აპრილი, 1995) — გეოგრაფი და გეოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1973).
ნინო კლოპოტოვსკაია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1941 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 30 აპრილი, 1995 (53 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინო კლოპოტოვსკაიამ დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს. 1958–61 წლებში მუშაობდა VII რაიონის ექსპედიციაში (მოსკოვის ფილიალი); 1961–80 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, 1974 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.[1]
სადანდიდატო დისერტაცია დაიცვა მოსკოვში 1973 წელს თემაზე: „კავკასიონის მთიანი მხარეების სპორა-მტვრიან სპექტრთა ფორმირების ძირითადი კანონზომიერებანი“. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი გამოკვლევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ჰალინოლოგიური მეთოდის გამოყენება მთიანი მხარეების პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციებისათვის, კერძოდ, კავკასიის მეოთხეული პერიოდის სხვადასხვა ქრონოლოგიური დონეების (ეოპლეისტოცენიდან ჰოლოცენის ჩათვლით) პალეობოტანიკური და პალეოკლიმატური პირობების გაშიფვრა (ამოცნობა).[1]
გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომი. ბოლო პერიოდში იგი მუშობდა ზედა პლეისტოცენური გამყინვარების (მაქსიმალური აცივების პერიოდი 18000 წლის წინათ) პალეოგეოგრაფიული სურათის აღდგენაზე რელიქტური ფლორის ადგილსამყოფლების გავრცელების მიხედვით.[1]
იგი მოხსენებებით გამოდიოდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში (ინდოეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჩინეთი და სხვა), სადაც გამოქვეყნებულია მოხსენებების სრული ტექსტები. იყო რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეოთხელი პერიოდის შემსწავლელი კომისიის სწავლული მდივანი.[1]