ნინო დორეული
ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი
ნინო დორეული (დ. 13 ნოემბერი, 1935) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.
ნინო დორეული დაიბადა ქალაქ თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1961-1964 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, რის შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში. აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება მოსახლეობის გეოგრაფიის და მომსახურე სფეროს დარგების განვითარების საკითხებს. ასევე, მისი ნაშრომები ეხება საქართველოს შიდა და საგარეო ვაჭრობის პრობლემებს. მონაწილეობა მიიღო 13-მდე კოლექტიურ მონოგრაფიაში. ნინო დორეული არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003., გვ.113-114